ბუდუს დაბრუნება, საბას დებიუტი და ორი ქართული გოლი
ბუდუს დაბრუნება, საბას დებიუტი და ორი ქართული გოლი
08.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ლუკა ლოჩოშვილმა და ირაკლი იეღოიანმა გაიტანეს. უფრო ზუსტად, თბილისური 7 თებერვალი უკვე დაწყებული იყო, როდესაც ირაკლის გუნდმა, ნიდერლანდებში, ერედივიზიონის 22-ე ტურში გაიმარჯვა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის გუნდი „ექსელსიორი", გასვლით შეხვედრაში „ბრედას" დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდი, მე-12 წუთიდან კაცნაკლული დარჩა. ამით კი, კარგად ისარგებლეს „ექსელსიორის" ფეხბურთელებმა და მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. ირაკლიმ კი, 31-ე წუთზე ლამაზი მაკრატელა  გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი, მხოლოდ 2026 წელს მეექვსე შეხვედრა ჩაატარა სრულად, 90 წუთი და მეორე გოლი გაიტანა.


გერმანიის ბუნდესლიგაში დღეს, მცირე ქართული დერბი შედგა. ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა", გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგს" უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ქართველთა ემოციები სანაკრებო ჭრილიდან ორად გაიყო, თუმცა, მთავარი რაც დღეს მოხდა, ისაა, რომ ბუდუ ზივზივაძე, ტრავმის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა. ჩვენმა ბიჭებმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყეს. ბუდუ, მინდორზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. რაც შეეხება „გოჩოლას", მას სათამაშოდ, მხოლოდ 10 წუთი მიეცა. 21 ტურის შემდეგ, „ჰამბურგი" 22 ქულით მე-11 ადგილზეა, „ჰაიდენჰაიმი" კი, 13 ქულით, სამწუხაროდ ბოლო ადგილზე.  


გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი" გასვლით შეხვედრაში „პადერბორნი" დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. თუმცა, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, ალბათ, ამ მოცემულობაში რაც ახარებს ისაა, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა სრული შეხვედრა ჩაატარა, გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და მაშინ, როდესაც მისი გუნდი, 2-0-ს აგებდა და თან უმცირესობაში იყო, გოლის გატანა მოახერხა. ტურის დასრულებამდე ქართველის გუნდს 26 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.


ინგლისის ჩემპიონშიპის 31-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი" მინიმალური ანგარიშით 1-0, გასვლით შეხვედრაში „საუთჰემპტონთან" დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ჩაკვემ" სასტარტო შემადგენლობიდან დაწყო და სრული მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება საბას, მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა და თავის გუნდში, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს გოგლიჩიძის სადებიუტო მატჩი იყო „უოტფორდში", მატჩის შემდგომი შეფასება კი, იმაზე ლაპარაკობს, რომ ქართველი მალე ძირითად შემადგელობაშიც გამოჩნდება. რაც შეეხება „უოტფორდს", გუნდს 44 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.