გუნდური შეჯიბრი გრძელდება - ხვალ სამი დისციპლინა გველის სხვადასხვა დროის ევროპის ჩემპიონებთან ერთად
გუნდური შეჯიბრი გრძელდება - ხვალ სამი დისციპლინა გველის სხვადასხვა დროის ევროპის ჩემპიონებთან ერთად
08.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ მილანში, ფიგურულ ციგურაობაში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდება. ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი მედლებისთვის ბრძოლა 6 თებერვალს დაიწყო და დღეს, 7 თებერვალს გაგრძელდა. თავდაპირველად ათიდან ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი შეირჩია, რომლებმაც დღეს, ფინალურ ეტაპზე, მედლებისთვის გააგრძელეს ბრძოლა.


უდიდეს კონკურენციაში, მოვახერხებთ თუ არა ხვალ მედლების მოგებას, ამის შესახებ ხვალ ვილაპარაკოთ. მანამდე კი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი თავი ჩაიწერა და თან ზამთრის სახეობებში, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიური წარმატებებით არ ვართ განებივრებულები. ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა გუნდმა მოახერხა ფინალში გადასვლა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის ნაკრების, აშშ-ს, იაპონიისა და კანადის მოციგურავეებთან ტოლსწორად ასპარეზობს.


ფინალში გადასული წყვილები, მოგეხსენებათ, თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობენ. ისევე, როგორც ამ მარათონული შეჯიბრის სტარტზე, ფინალშიც, ქართული გუნდიდან ყინულზე პირველი სპორტული ცეკვების წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ. წყვილმა სეზონის საუკეთესო შედეგამდე (123.04), მართალია 6 ქულით ნაკლები დაიმსახურა, თუმცა,  117.82 (66.10 / 51.72), თავისუფალ პროგრამაში მე-4 პოზიცია დაგვეკავებინა. ამით კი, დიანამ და გლებმა, გუნდს სათვალავში 7 ქულა შემატეს და ახლა დასკვნითი სამი დისციპლინის წინ, სადაც გვჯერა რომ ბევრი რამ ჩვენი გუნდისთვის სასიკეთოდ შეიცვლება, ქართლი გუნდი ფინალურ ხუთეულში, 32 ქულით, მე-5 ადგილზეა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვალ ერთმანეთის მიყოლებით, ქართული გუნდიდან ყინულზე ორი მოქმედი (ნიკა ეგაძე, ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა) და ერთიც ევროპის ექს-ჩემპიონი (ანასტასია გუბანოვა) და პრიზიორი იასპარეზებს.


ფინალურ ხუთეულს 44 ქულით აშშ ლიდერობს, 38 ქულა აქვს იაპონიას, იტალიას - 37, კანადას კი, 35.


და ბოლოს, გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში თუ, ოთხივე დისციპლინის შემდეგ, გუნდები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, უპირატესობა იმ ნაკრებს მიენიჭება, რომლის წარმომადგენლებსაც, თავისუფალ პროგრამაში ორ დისციპლინაში მაღალი ჯამური ქულა ექნება.

 

ფოტო: (C) ოლიმპიური კომიტეტი