ბეწვის ხიდზე გავიარეთ და ფრანგებს 1 ქულით ვაჯობეთ - ფინალში ვართ!
ბეწვის ხიდზე გავიარეთ და ფრანგებს 1 ქულით ვაჯობეთ - ფინალში ვართ!
08.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიტყოდით თუ არა კიდევ ერთხელ „პირველად ქართული სპორტის ისტორიაში", დამოკიდებული 23 წლის ქართველ მოციგურავე, ნიკა ეგაძეზე იყო. ბუნებრივია, რამდენიმე კვირის წინ მოგებული ევროპის ჩემპიონატის ეიფორიიდან გამოსვლა მარტივი არ იყო. არც ისაა მარტივი ზიდო ევროპის ჩემპიონის სიმძიმე. ალბათ, სპორტული ფსიქოლოგები, თუნდაც ნიკას სან სირომდე, ანუ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე, გადაღებული ფოტოს თუ დახედავენ, ეგაძის სახეზე, მარტივად წაიკითხავენ, რომ სპორტსმენი აშკარად ზედმეტად აღელვებულია. ესეც ბუნებრივია, რადგან მილანი-კორტინას ოლიმპიური თამაშები ქართველისთვის სადებიუტო იყო.


მოკლედ, ყველა ზემოთხსენებულმა ფაქტორმა, ნიკა ეგაძის მოკლე პროგრამაში იჩინა თავი. ქართველმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და პირადი და სეზონის საუკეთესო შედეგიდან (95.67), ბევრად ნაკლები ქულა დაიმსახურა 84.37 (44.22 /40.15), მოკლე პროგრამის შემდეგ, მხოლოდ, მე-6 ადგილი დაიკავა, ყველა გვარიანად გვანერვიულა, ნიკასთან ერთად, არა მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებზე მყოფებმა, ჩვენც, მთელმა საქართველომ ბეწვის ხიდზე გავიარეთ, თუმცა 1 ქულით, გადავასწარით ფრანგებს და 25 ჯამური გუნდური ქულით, გათამაშების ფინალურ ეტაპზე გადავედით, აშშ-ს, იაპონიის, იტალიისა და კანადის ნაკრებებთან ერთად. ასე, რომ სულ მალე, უკვე ფინალური ციებ-ცხელება დაგვეწყება.  

 


ფოტო: სეოკ / ხატია ჯიჯეიშვილი