მედლების გარეშე დასრულებული დღე ზაგრებში
მედლების გარეშე დასრულებული დღე ზაგრებში
07.02.2026
ავტორი: TSFF.Ge

დღეს ზაგრებში, სარეიტინგო ტურნირის მეორე საასპარეზო დღე იყო. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდიდან დღეს ხალიჩაზე სამი ფალავანი გამოვიდა და მედლებისთვის ორ წონით კატეგორიაში, 77 და 87 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.


სამწუხაროდ, 87კგ წონით კატეგორიაში, სადაც წონა გვგქონდა გაორებული, ქართველები 1/8 ფინალიდან გამოეთიშნენ. პირველივე ბრძოლები წააგეს აჩიკო ბრეგვაძე და აივენგო რიკაძემ.


ფინალურ ბლოკში კი, ჩვენი გუნდიდან 77 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ  ორჯონიკიძე აღმოჩნდა. თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი უნგრელ რობერტ ფრიტშსთან 4-0 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.


ხვალ, ზაგრების სარეიტინგო ტურნირის ბოლო საასპარეზო დღეა.


მედლების კომპლექტი დარჩენილ წონით კატეგორიებში  55-60-72-82-97-130 კგ იასპარეზებენ.


55კგ - კობა ქარუმიძე

60კგ - გიორგი კოჩალიძე

72კგ - ნიკა ბროლაძე, მიშიკო ალექსანდრია

97კგ - ლუკა გაბისონია, გიორგი მელია

130კგ - რატი ტალიკიშვილი