გიორგი ქვილითაიას ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა - ახლა მთავარია სათამაშო დრო გაეზარდოს
გიორგი ქვილითაიას ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა - ახლა მთავარია სათამაშო დრო გაეზარდოს
07.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სამივე ქართველი ერთად მოედანზე დღეს, არ აღმოჩნდა, თუმცა, „მეცის" შემადგენლობაში ორი გიორგი, შეიძლება ითქვას მეორე ტაიმში თამაშობდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილოსანმა მეხუთე ადგილოსან „ლილთან" ფრედ, 0-0 ითამაშა. როგორ მოსალოდნელი იყო, გიორგი წიტაიშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეიძლება შეუცვლელადაც ეთამაშა, რომ არა ერთი გარემოება, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო - „წიტა", ფრანგული კლუბის ახალმა გიორგიმ, ქვილითაიამ შეცვალა. მართალია, „ქვილითა", მხოლოდ 90-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე, თუმცა, მთავარია, რომ ახალ კლუბში, ქართველის დებიუტი პირველივე შესაძლებლობისას შედგა. რაც შეეხება გიგი აბუაშვილს, ის თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.


დღესვე, ბულგარეთის ლიგის მე-20 ტური ქართველი მცველის, ლაშა დვალის სოფიის „ცსკა 1948"-მა გასვლით შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით, 0-1 „მონტანა" დაამარცხა. ქართველმა თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაწიყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. 20 ტურის შემდეგ, ლაშას გუნდი 40 ქულით მეორე ადგილზეა.


დღესვე, ესპანურ ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში, ლუკა გაგნიძის „გრანადა" გასვლით შეხვედრაში „ლეგანესთან" 1-0 დამარცხდა. ქართველი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე სათამაშოდ არ გამოსულა. 25 ტურის შემდეგ „გრანადა" 29 ქულით მე-15 ადგილზეა, თუმცა, ტურის დასრულების შემდეგ, არ არის გამორიცხული კიდევ უფრო დაქვეითდეს.