
თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემდეგ, დღეს, ხორვატიაში ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს. ქართველების ანგარიშზე ერთი ვერცხლი უკვე არის!
ზაგრების ხალიჩაზე მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ქართული გუნდი 8 წონით კატეგორიაში 13 ფალავნით არიან წარმოდგენილები.
55კგ - კობა ქარუმიძე
60კგ - გიორგი კოჩალიძე
67კგ - რატი ხოზრევანიძე, ანრი ხოზრევანიძე, დიეგო ჩხიკვაძე
72კგ - ნიკა ბროლაძე, მიშიკო ალექსანდრია
77კგ - თემურ ორჯონიკიძე
87კგ - აჩიკო ბოლქვაძე, აივენგო რიკაძე
97კგ - ლუკა გაბისონია, გიორგი მელია
130კგ - რატი ტალიკიშვილი
ასპარეზობის პირველ დღეს ქართული გუნდიდან ხალიჩაზე, მხოლოდ 67კგ წონით კატეგორიის წარმომადგენლები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი სამივე დაძლია, თუმცა, საბოლოოდ , ფინალში მხოლოდ დიეგო ჩხიკვაძემ გააღწია, სადაც ოქროს მედლისთვის, უზბეკ აიტიან ხალმახანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.





ჩვენ








