
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა წელი გამარჯვებით დაიწყო. ტატა მატვეევას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც 2026 წელს იანვრის ბოლოს შეიკრიბა, დღეს, ორი დაგეგმილი სპარინგიდან აზერბაიჯანის 17-წლამდე გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ, პირველი მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით, 6-0 გაიმარჯვა.
სფფ-ის დიდი დიღმის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში ქართველთა გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ანგარიში, მე-20 წუთზე ანანო წიქარიძის გოლით გაიხსნა, რომელმაც საბოლოოდ, წლის პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველი ტაიმი კი, „წიქარას" დუბლითა და ელენე ბოლქვაძის გოლით 3-0 მოვიგეთ. მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმარი გუნდისთვის მოულოდნელად დაიწყო, 57-ე წუთზე კი თეკლა ბერიძემ აიღო სტუმართა კარი, ანანო წიქარიძის გადაცემით, რომელმაც მე-60 წუთზე მესამე გოლი გაიტანა.
მეორე სპარინგს მატვეევას გაწვრთნილი 17-წლამდე ნაკრები 9 თებერვალს, კვლავ 13:00 საათზე გამართავს.
ზამთრის შეკრებაზე ტატა მატვეევას გუნდში გამოძახებული ჰყავს: მეკარეები: ელენე ბონდარევა („კვარტალი", თბილისი), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"), ანასტასია გოგელია („კოლხეთი", ხობი); დაცვის ხაზი: ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინი ვეკუა („ნორჩები", თბილისი), ნინო ნადარაია („კვარტალი", თბილისი), ანასტასია მარგიანი („თეთრიწყარო"), ბარბარე მანაგაძე („მართვე", ქუთაისი), სესილი სვანიძე („კოლხეთი", ხობი), ანი გოდერიძე („მართვე", ქუთაისი); ნახევარდაცვა: მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი", თბილისი), თამარ მარუაშვილი („მართვე", ქუთაისი), ნინიკო ჩხეტიანი („კვარტალი", თბილისი), ანა დოლიშვილი („კვარტალი", თბილისი), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნატო გუტიკაშვილი („რუსთავი"), მარიამ ჯოჯუა („დინამო", სოხუმი), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"); თავდასხმა: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანა გრიგალაშვილი („თეთრიწყარო"), ანი დავითულიანი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ბარბარე ბერუაშვილი („თეთრიწყარო"), ანანო წიქარიძე (თავისუფალი აგენტი).
PS-ის სახით, საქართველოს ქალთა ლიგა სავარაუდოდ მარტიდან დაიწყება, ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი გოლეადორი და დღევანდელი ჰეთ-თრიქის ავტორი, ანანო წიქარიძე კი, ამ დრომდე გუნდის გარეშეა.





ჩვენ








