
ქართული ლეგიონიდან 5-6 თებერვლის გასაყარზე საქმეში, ორი ფეხბურთელი იყო ჩართული. პორტუგალიაში, ტაჩა დე პორტუგალიის 1/4 ფინალში, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა" აფს-ს უმასპინძლა, 3-2 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ფინალის ტოლფასი მატჩი ელის „პორტუსთან". ამ თამაშში კი, აფს-ის წინააღმდეგ, „ქოჩორამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწო, მოედანზე 68 წუთი გაატარა და ხანგრძლივი სათამაშო პრაქტიკის არქონის ფონზე, საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ანგარიში ამ შეხვედრაში 29-ე წუთზე, ქართველის გუნდმა გახსნა, ლუის გილერმეს გოლით. მეორე ტაიმში კი, მასპინძლებს, მეტოქეც წამოეშველა და ტაიმის სტარტზევე, ავტოგოლის შემდეგ, „სპორტინგი" უკვე 2-0-ს იგებდა. თუმცა, მეორე ტაიმის შუაწელიდან, ყველაფერი შეიცვალა, მასპინძელთა კარში დადებული ორი თერთმეტმეტრიანის გამო, რომელიც 64-ე წუთზე ჯერ, პედრო ლიმამ, მეორე ტაიმისთვის კომპენსირებული დროის მეორე წუთზე კი, ნენემ გაიტანეს და ანგარიში, ძირითად დროში გაათანაბრეს, 2-2. შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი დრო, რომელშიც ჯერ სუარესს არ ჩაუთვალეს გოლი, შემდეგ კი, პენალტების სერიამდე 3 წუთით ადრე, კატამოს გოლის წყალობით, გაიმარჯვეს. „საფეხბურთო ლატარიის" აუცილებლობა არ დადგა დღის წესრიგში. გათამაშების მომდევნო ეტაპზე „სპორტინგი" გავიდა.
რუმინეთის სუპერლიგის 25-ე ტურში ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" „ოცელულის" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 გაიმარჯვა. ეს ერთდერთი გოლი, შეხვედრის 61-ე წუთზე გავიდა. „მექვაბა" კი, რომელიც ამ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის იყო, თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. 25 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი, 49 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს ბუქარესტის ორ გუნდს, „რაპიდსა" და „დინამოს", რომლებიც 48-48 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
და ბოლოს ცნობილი გახდა იტალიის სერია B-ს იანვრის თვის საუკეთესო გოლი, რომელიც ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი კვერნაძის გოლია. ეს გოლი ქართველმა „რეჯინას" სერია B-ს 21-ე ტურში გაუტანა. ის მატჩი, „ფროზინონემ" სწორედ, „კვერნას" გოლით მოიგო.





ჩვენ








