მეორე ბრინჯაო ზაგრებიდან - თავისუფლებმა ასპარეზობა დაასრულეს
მეორე ბრინჯაო ზაგრებიდან - თავისუფლებმა ასპარეზობა დაასრულეს
05.02.2026
ავტორი: TSFF.Ge

ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირის მეორე დღეს ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაასრულეს. ქართული გუნდიდან ამ დღეს, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ანდრო მარგიშვილმა მოიგო. ამრიგად, „თავისუფლებმა", ზაგრების ტურნირი ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.


ასპარეზობის მეორე დღეს მედლების კომპლექტი ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ჩვენებიდან ხალიჩაზე ექვსნი გამოვიდნენ.


79 კგ წონით კატეგორიაში ქართული გუნდი ორი ფალავნით იყო წარმოდგენილი, თუმცა, დასანანია, რომ ოთარ ადეიშვილი და ლუკა ჩხიტუნიძე, ერთმანეთს საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ორიდან ერთმა, ოთარმა მოახერხა მოგება 2-1 და ასპარეზობა გააგრძელა. მომდევნო შეხვედრა უკვე 1/4 ფინალი იყო, რომელშიც ადეიშვილმა 7-1 იმარჯვა. მედლებისკენ გზად 1/2 ფინალში კ, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ზელიმხან ხაჯიევთან 10-1 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. სამწუხაროდ, ქართველი აქაც, დამარცხდა ირანელ პანაეინსთან და მედლის გარეშე დარჩა. 


92 კგ  წონით კატეგორიაში იასპარეზებს ზაურ ბერაძე. 125 კგ წონით კატეგორიაში კი, ალექსანდრე აბრამიშვილი გამოდიდა, რომელმაც  1/4 ფინალიდან აიღო სტარტს. სამწუხაროდ, ქართველები, ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს.


გაორებული გვგქონდა წონა 97 კგ წონითი კატეგორიაში, სადაც,  ანდრო მარგიშვილმა და მერაბ სულეიმანაშვილმა კვალიფიკაციიდან დაიწყებენ ასპარეზობა. მედლებისთვის ბრძოლა, მარგიშვილმა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ჯერ, ავსტრიელი ბენჟამენ გრიელი დაამარცა 5-0, შემდეგ, 7-0 სძლია იარასლაუ სლავიკოუსკის. თუმცა, 1/2 ფინალში ირანელ ჰასან იაზდანისთან 14-4 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. აქ მედლისთვის, ქართველი  უნგრელ რიჩარდ ვეგს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.


ხვალიდან ზაგრების ხალიჩაზე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.