გრძელი გზით წარმატებული ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად - „დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება დაიწყო
გრძელი გზით წარმატებული ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად - „დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება დაიწყო
05.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" უამინდობის გამო, თურქულ შეკრებაზე გრძელი გზით წავიდა. 4 თებერვლის გამთენიას, ძლიერი ქარის გამო გადადებული ფრენების ჩამონათვალში, ის რეისიც აღმოჩნდა, რომლითაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ანთალიაში უნდა გადაფრენილიყო. შესაბამისად, „დინამოელები" საკლუბო ავტობუსით ტრაბზონში წავიდნენ, საიდანაც საღამოს 10:33 საათზე თბილისის დროით, უკვე ტრაბზონის აეროპორტიდან, როგორც იქნა გადაფრინდნენ ანთალიაში. რეალურად, თბილისური კლუბი, 2 საათიანი ფრენის ნაცვლად, თითქმის 18 საათიან „ტურში" აღმოჩნდა.


ანთალიაში კი, ქართული გრანდის შეკრება 18 თებერვლამდე გასტანს და ამ დროის მანძილზე, ქართული კლუბი ხუთ ამხანაგურ სპარინგს გამართავს.


7 თებერვალი -  „შახტარი" დონეცკი, უკრაინა

10 თებერვალი  - „აუდა", ლატვია

13 თებერვალი -  „ვერესი", უკრაინა

16 თებერვალი - „ნავბაჰორ ნამანგანი", უზბეკეთი

17 თებერვალი - „კასპიი აქტაუ", ყაზახეთი


ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 19 თებერვლიდან თბილისში დაბრუნდება და დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებს მზადებას. მანამდე კი, თურქულ შეკრებაზე, ქართველი სპეციალისტის განკარგულებაში 26 ფეხბურთელია, რომელთა შორის კვლავ ჭარბობენ კლუბის აკადემიის აღზრდილები - მეკარეები: გიორგი ლორია, მიხეილ მაქაცარია, დაჩი ჩოჩოშვილი; მცველები: გიორგი გვასალია, შოთა დიაკონიძე, გიორგი ლომიძე, მათე შათირიშვილი, საბა ხარებაშვილი, ლეონარდუ სანტუში, ლაშა პატარკაციშილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკოლოზ უგრეხელიძე; ნახევარდაცვა: ჯაბა კანკავა, ნიკოლოზ ნინუა, აბდულაი იორო, ლუკა წულაია, ბარნს ოსეი, კოფი დონკორი, გიორგი ხარებაშვილი, რუი მონტეირუ, გიორგი ხარაიშვილი, სანდრო მიქაუტაძე;  თავდასხმა: მათე ვაწაძე, იედ ჰაჯი ხალიფა, ირაკლი სირაძე, ჰალიდ დოლტმურზიევი.


თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე, „დინამო თბილისმა" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის პირველი ფაზა და მის ფარგლებში სამი სპარინგიც გამართა. რუსთავში, ელიგაში დაბრუნებულ „რუსთავთან" 1-2 დამარცხდა. ასევე რუსთავში ანგარიშით 2-0 დაამარცხა „შტურმი", თურქეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე კი, „დინამო არენაზე" ფრედ, 1-1 ითამაშა წყალტუბოს „სამგურალთან".


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშება სტარს თებერვლის ბოლოს აიღებს. დინამოელები კი, პირველ ტურში, 1 მარტს, საკუთრ კედლებში, ბათუმის „დინამოს" დაუპირისპირდებიან.