
სამი მედალი, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ასეთია ქართველების მონაგარი ხორვატიაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირიდან. ვერცხლის მედლის მფლობელები აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) გახდნენ. ბრინჯაო კი, ნიკა ზაქაშვილმა (65 კგ) მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს გიორგი ღონიაშვილმა (61 კგ), და გიორგი ელბაქიძემაც (74 კგ), თუმცა, ამ შემთხვევაში მედლების გარეშე დავრჩით.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფინალისტებმა, ფინალამდე გზად, მსოფლიოს ჩემპიონები დაამარცხეს, ქემერტელიძემ 1/4 ფინალში უნგრეთს წარმომადგენელ ისმაილ მუსუკაევს 3-1 სძლია და თუმცა, ფინალში ირანელ ხალილთან 10-0 დამარცხდა. გამყრელიძემ კი, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ამერიკელ ზაჰიდ ვალენსიას აშკარა უპირატესობით 11-0 მოუგო და საჩემპიონო ბრძოლაში, ასევე ამერიკელ კეკეისენს დაუპირისპირდა, თუმცა, ჩელენჯზე დაკარგული ქულის ხარჯზე, ქართველი დამარცხდა 4-3.
დღეს ზაგრებში სტარტი აიღო სარეიტინგო ტურნირმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ასპარეზობის პირველ დღეს, მედლები ექვს (57/61/65/70/74/86 კგ) წონით კატეგორიაში გათამაშდა. შესაბამისად, დღეს, წონითი კატეგორიების მიხედვით, ქართული გუნდისთვის მედლების მოგებას შეეცადნენ:
57კგ - რობერტ დინგაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი
61კგ - გიორგი ღონიაშვილი
65კგ - ნიკა ზაქაშვილი
70კგ - აკაკი ქემერტელიძე
74კგ - გიორგი ელბაქიძე
86კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
ხვალ მედლებისთვის კიდევ 6 ქართველი იბრძოლებს, ამჯერად ჩვენები ოთხ წონაში (79/92/97/125 კგ) სცდიან ძალებს.
79 კგ წონაში, ოთარ ადეიშვილი და ლუკა ჩხიტუნიძე საკვალიფიკაციოდან დაიწყებენ ასპარეზობას. დასანანია, რომ ჩვენები, საწყის ეტაპზევე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 92 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ზაურ ბერაძე. გაორებული გვექნება 97 კგ წონითი კატეგორია, სადაც, ანდრო მარგიშვილი და მერაბ სულეიმანაშვილი კვალიფიკაციიდან დაიწყებენ ასპარეზობას. 125 კგ წონით კატეგორიაში კი, ალექსანდრე აბრამიშვილი 1/4 ფინალიდან აიღებს სტარტს.





ჩვენ








