წელს ძალებს ვიკრებთ, 2027-დან ლიცენზიებისთვის ვიბრძვით
წელს ძალებს ვიკრებთ, 2027-დან ლიცენზიებისთვის ვიბრძვით
04.02.2026
ავტორი: TSFF.Ge

2028 წლის ლოს ანჟელესის ოლიმპიური თამაშების საგზურები ახალი სისტემით გათამაშდება. GeoWrestling-ის ინფორმაციით, ოლიმპიურ თამაშებზე თითოეულ წონით კატეგორიაში, აღნიშნული წონის პირველი 16 საუკეთესო სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად კი, მათ ლიცენზიების მოპოვება  4 გზით შეეძლებათ.


პირველი გზა: მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატი, სადაც 18 წონით კატეგორიაში 72 ლიცენზია გათამაშდება, თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხივე მედლის მფლობელი (ოქრო, ვერცხლი და 2 ბრინჯაო) მიიღებს საგზურს.


მეორე გზა: მსოფლიო რეიტინგის პირველი სამი მოჭიდავე, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე საგზური ვერ მიიღო, ასევე დაეუფლება ოლიმპიურ ლიცენზიებს. მსოფლიო რეიტინგი 7 ტურნირს მოიცავს და საბოლოოდ, 54 ფალავანო მოახერხებს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას

  • 2027 კონტინენტის ჩემპიონატები
  • 2027 სარეიტინგო სერია (3 ტურნირი)
  • 2027 მსოფლიოს ჩემპიონატი
  • 2028 სარეიტინგო სერია (1 ტურნირი)
  • 2028 კონტინენტის ჩემპიონატები


მესამე გზა: კონტინენტის საკვალიფიკაციო ტურნირები (ევროპა, აზრია, პან-ამერიკა და აფრიკა და ოკეანეთი) სადაც მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ ლიცენზიებს.


მეოთხე გზა: მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირი, სადაც მხოლოდ 18 საგზური გათამშდება, მხოლოდ ჩემპიონი გამოიმუშავებს ადგილს ოლიმპიურ თამაშებზე.


აქვე, აღნიშნული წყარო ყურადღებას ამახვილებს, რომ ყველა ლიცენზია არის ქვეყნის საკუთრება და არა კონკრეტული სპორტსმენის, რომელმაც ის მოიპოვა. ასე, რომ საბოლოოდ, ვინ გაემგზავრება ოლიმპიურ თამაშებზე, ფედერაციისა და ბუნებრივია, კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაში მყოფ სპორტსმენზეა დამოკიდებული.