
მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას „ბარსელონა" ყველაფერს ეცადა და ევროლიგის 26-ე ტურის შეხვედრის ბოლო მონაკვეთი 22-9 მოიგო, ამას გარდა, მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთის დაწყებამდე, მხოლოდ სამ ქულას აგებდა (78-81) და თამაშშიც, აშკარად ემჩნეოდა, რომ საშინაო კედლების ფაქტორიც საქმეს აკეთებდა, კატალონიელებმა (დარიო ბრიზუელამ) ანგარიშის შემცირება და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ „ბარსელონა" დამარცხდა 78-82 და სატურნირო ცხრილში, მე-8 ადგილზე ჩაინაცვლა. სტამბოლის „ფენერბაჰჩე" კი, ნაკრები თამაშის კვალობაზეც კი, გათამაშების ცხრილს, ერთპიროვნულად ლიდერობს.
თურქულ კლუბთან შეხვედრის სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია და პირველ ტაიმში მოედანზე 13:19 წუთიც გაატარა. თუმცა, მის ანგარიშზე, მხოლოდ 3 ქულა იყო. პირველი მეოთხედი კი, „ფენერმა" 14-29 მოიგო და რეალურად, საბოლოო წარმატების საძირკველიც აქ ჩადო. თურქულმა კლუბმა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედ 27-24 წააგო, პირველი ტაიმის მოგება 12 ქულის სხვაობით, 41-53 მოიგო, რაც სერიოზული განაცხადი იყო.
პირველი ტაიმის სცენარი გაგრძელდა მესამე მეოთხედშიც, რომელიც კვლავ „ფენერმა" გაიმარჯვა პირველი მეოთხედი მსგავსად, 15-29. საქართველოს ნაკრები კაპიტანმა, რეალურად ამ მონაკვეთში მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა - საბოლოოდ, თოკოს, ამ შეხვედრაში, 18:49 წუთი და პირველ ტაიმში აღებული 3 ქულა დაუფიქსირდა.
რაც შეეხება შეხვედრის ბოლო მონაკვეთს, კატალონიელებმა აქ, „ახალი სიჩქარეები" ჩართეს და როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, მონაკვეთი 22-9 მოიგეს, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე, 73-78 იყო ანგარიში, ერთი წუთით ადრე 78-81. თუმცა, სასწაული არ მოხდა და „ბარსამ" თამაში წააგო.
მომდევნო ტურში, თოკო შენგელიას გუნდი 6 თებერვალს, „ბასკონიას" დაუპირისპირდება.





ჩვენ








