
ვიდრე IJF-ი სეზონს ოფიციალურად გახსნის და წლის მსოფლიო ტურის დაიწყებს, 300 ჯუდოკა, მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, ბელგიაში შეიკრიბა. 2-5 თებერვლის ჩათვლით, ჰერსტალში, ევროპის ჯუდოს კალენდარული, ოლიმპიური საწვრთნელი შეკრება მიმდინარეობს, რომლის მიზანიც, მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნის სპორტსმენების დაახლოებაა. Herstal EJU OTC-ს შეკრებას, ორგანიზატორების თქმით, წელს პირველად, ბრაზილიელი ჯუდოკებიც შეუერთდნენ, თუმცა, ბელგიაში, ტრადიციულად, ჩასულია ქართული გუნდიც 7 ქალი ჯუდოკას შემადგენლობით. შეკრებაზე იმყოფებიან ეთერ ლიპარტელიანი, სოფო სომხიშვილი, მარიამ ჭანტურია, ნინო ლოლაძე, ნინო გულბანი, ნინო წიკლაური, ნინო თათრიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარეტლიანის გარდა, რომელიც ბელგიაში მიმდინარე შეკრებაში წონის რეიტინგის მოქმედი პირველი ნომერია, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მეტიას კასე. მათ გარდა, ევროპის ჯუდოს ფედერაცია Herstal EJU OTC-ის შესახებ მიძღვნილ სტატიაში აქვეყნებს საწვრთნელი შეკრების ყველაზე ტიტულოვანი ჯუდოკების სიას, რომელსაც სწორედ, ჩვენი ეთერი უდგას სათავეში:
ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო #1 / -57 კგ)
ზელიმ ჩკაევი (აზერბაიჯანი #5 / -81 კგ)
აჰმად იუსიფოვი (აზერბაიჯანი #13 / -60 კგ)
სოფია ასვესტა (კვიპროსი #18 / -52 კგ)
მატიას კასე (ბელგია#7 / -81 კგ)
იორე ვერსტრაეტენი (ბელგია #10 / -60 კგ)
ნუგზარ ტატალაშვილი (ემირატები #9 / -81 კგ)
მაჰმადბეკ მაჰმადბეკოვი (ემირატები #8 / -73 კგ)
ბიშრელტ ხორლოოდოი (ემირატები #14 / -52 კგ)
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ პარიზის გრან სლემის მსვლელობისას, რომელიც 7-8 თებერვალს არის დაგეგმილი, IJF-ი 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენებს გამოავლენს. ქალთა შორის ნომინანტთა შორის ეთერ ლიპარტელიანი არის წარდგენილი. ასე, რომ სულაც არ გამოვრიცხავთ და ვიმედოვნებთ, რომ ეთო, ბელგიაში მიმდინარე შეკრების დასრულების შემდეგ, ჰერსტალიდან პარიზისკენ მიმავალ დაახლოებით 4 საათის სავალ გზას დაადგება, 2025 წლის შედეგებიდან გამომდინარე დამსახურებული ჯილდოს მისაღებად.





ჩვენ








