ქართული ლეგიონის ამბები - დღის კიდევ ერთი ტრანსფერი, საბა გოგლიჩიძემ გუნდი შეიცვალა
ქართული ლეგიონის ამბები - დღის კიდევ ერთი ტრანსფერი, საბა გოგლიჩიძემ გუნდი შეიცვალა
03.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, იტალიის სერია A-ში ითამაშა „უდინეზემ", რომელმაც 23-ე ტურში „რომა" 1-0 დაამარცხა. თუმცა, საბა გოგლიჩიძე, ამ შეხვედრის განაცხადში, ერთი მარტივი მიზეზის გამო არ იყო. ქართველმა კლუბი შეიცვალა. როგორც ინგლისური „უიტფორდის" გვერდი იუწყება, 21 წლის ქართველმა მცველმა და გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა ეროვნულ ნაკრებში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ინგლისურ კლუბთან  2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.


ამავე წყაროზე დაყრდნობით, 21 წლის ქართველი მცველი, „უოტფორდის" შემადგენლობაში 3-ნომრიან მაისურს მოირგებს.


შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონშიპში 43 ქულით, მე-10 ადგილზეა. ქართველების კლუბი, 30-ე ტურის შეხვედრას ხვალ, გასვლაზე „ჰალ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.