
საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი მეცის დაძმობილებულ ქალაქებს შორის ქართული ქალაქი არ არის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბმა „მეცმა" მორიგი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. სავარაუდოდ უხლოეს დღეებში, ფრანგული კლუბის ქართველ შემტევებს გიორგი წიტაიშვილსა და გიორგი (გიგი) აბუაშვილს კიდევ ერთი გიორგი, ამჯერად, ქვილითაია შეუერთდება.
ათვლას თუ, მიქაუტაძესგან დავიწყებთ, მაშინ „ქვილითა", „მეცის" მეოთხე გიორგია. ასე, რომ „მეცმა" ქართველი „მუშკეტერები" შეკრიბა - ახლა, მთავარია, დარჩენილ შეხვედრებში და გუნდის, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ „მუშკეტერებმა" იმდენი გოლი გაიტანონ, რომ „მეცი" ყველაზე მცირე, ფლეი-აუთის ზონაში მოხვდეს და იქ, დამატებით შეეცადოს ლიგა 1-ში შეინარჩუნოს ადგილი.
„მართლა ძალიან მიხარია აქ ყოფნა. ამაღელვებელია შანსი, ვითამაშო ამ კლუბში. ვეცდები გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო მიზნის მიღწევაში, შეინარჩუნოს ადგილის ლიგა 1-ში. ჩემი მეგობრებისგან „მეცის" შესახებ, მხოლოდ კარგი მაქვს გაგონილი", - აღნიშნა გიორგიმ კლუბის ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.
„მეცის" ოფიციალური ვებ-გვერდი, გუნდში, კიდევ ერთი გიორგის მისვლის შესახებ, დღეს, ოფიციალურად იტყობინება და აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის თავდამსხმელი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ კვიპროსული „არისის" შემადგენლობაში იყო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდს იცვლის და 2026 წლის ივნისამდე, ფრანგულ „მეცთან" აფორმებს ხელშეკრულებას.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული ლიგა 1-ის მე-20 ტურის შემდეგ, „მეცს" 12 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში, ბოლო, მე-18 ადგილზეა.
ფოტო: ©fcmetz





ჩვენ








