ეროვნული ლიგის განახლებამდე ქართული კლუბების ზამთრის ტრანსფერებზე...
ეროვნული ლიგის განახლებამდე ქართული კლუბების ზამთრის ტრანსფერებზე...
02.02.2026
ავტორი: TSFF.Ge

28 თებერვალს საქართველოში საფეხბურთო სეზონი განახლდება. ეროვნული ჩემპიონატის 2026 წლის პირველობა კი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „იბერია 1999"-სა და გათამაშების დებიუტანტის, ტყიბულის „მეშახტის" შეხვედრით გაიხსნება. ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ, სტადიონებზე, რომლებზეც 2026 წელს მთავარი ქართული ლიგის გუნდები იასპარეზებენ. მოგიყვებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლებმაც შესაძლოა, დროებით, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე რამდენიმე კლუბის გეოგრაფია არიოს, თუმცა, მომავალში ქართული ფეხბურთის და ქართველი გულშემატკივრის სასიკეთოდ შემოტრიალდება. მთავარია, გულშემატკივარმა რეალობას თვალებში შეხედოს და იგებს გუნდი თამაშს, თუ არა, ევროტურნირზე ასპარეზობს თუ, მცდელობების მიუხედავად ვერ ხვდება იქ, ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე უნდა დაიწყოს სიარული. სავსე ტრიბუნებისა და იქიდან წასული დაკვეთის გარეშე, ნებისმიერ შედეგზე, მხოლოდ სოცქსელებში პოსტვით, შორს კიდევ დიდხანს ვერ გავფრინდებით.


მანამდე კი, ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებული იმ ტრანსფერების შესახებ, რომლებიც 2026 წლის ზამთარში, მთავარ ქართულ კლუბებში განხორციელდა:


დინამო თბილისი"

მოვიდნენ: რუი მონტეირუ, გიორგი ხარებაშვილი, ლეონარდო სანტუში, ნიკოლოზ უგრეხელიძე (იჯარა დასრულდა), ნიკოლოზ ცეცხლაძე (იჯარა დასრულდა).

წავიდნენ: თორნიკე მორჩილაძე, სტეფან სიკაჩი, ლეო ასუნსეუ, ადრიან როდრიგესი, ბოგდან პოტალოვი, ონორე გომისი, გიორგი ლომთაძე, ვასილიოს გორდეზიანი, ვაკო გვილია, ცოტნე ბერელიძე (იჯარა), გელა სადღობელაშვილი (იჯარა).


წყალტუბოს „სამგურალი"

მოვიდნენ: ცოტნე ბერელიძე (იჯარა), ლევან გეგეჭკორი, ლუკა კუტალაძე (იჯარა დასრულდა), ნიკა ხორხელი (იჯარა დასრულდა), გიორგი თოფურია, ლევან პაპავა, გიორგი გოგოლაშვილი, ოთარ აფციაური.

წავიდნენ: მათე აბულაძე, ნოდარ ყალიჩავა, ფერნანდო ბული, თემურ გოგნაძე (იჯარა დასრულდა), დემურ ჩიხლაძე.


„გაგრა"

მოვიდნენ: გელა სადღობელაშვილი (იჯარა), ლუკა კეკელიძე, ალექსანდრ ტიმჩენკო (რუსეთი), ანდრი ანდრეიჩუკი (უკრაინა), ვლადიმირ არსიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ოლეკსანდრ ვორობეი (უკრაინა). 

წავიდნენ: გია ნადარეიშვილი, გიორგი ხარებაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, დავით გოცირიძე, ალექსანდრე დადეშქელიანი, რომან სციაპანაუ, არსენ სიუკაევი, ლუკა სალუქვაძე, ლევან გეგეჭკორი, დუეგი მალა, გიორგი რეხვიაშვილი, ოთარ გაგნიძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი დარსანია, რატი არდაზიშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა.


გორის „დილა"

მოვიდნენ: გიორგი ჯალაღონია, ლაშა მენთეშაშვილი, დავით გოცირიძე, ტრეივონ ფულერი, ბადრი გოგობერიშვილი.

წავიდნენ: ანტონიო ლოპესი, აბდალა ლეიჰილი, ირაკლი ბუღრიძე, დეოგრასიას ბასინგა, გრიგოლ ჩაბრაძე, ალექსანდრე ანდორნიკაშვილი, სირილ ედუძი.


თბილისის „სპაერი"

მოვიდნენ: თამაზ ცეცხლაძე, ლაშა კოხრეიძე, თორნიკე ასკურავა, გოჩა ცირდავა.

წავიდნენ: ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი მაღალდაძე, ლევან ბარაბაძე, გიორგი ცეცხლაძე, ლევან კობახიძე, თორნიკე თამაზაშვილი.


ქუთაისის „ტორპედო"

მოვიდნენ: გიორგი არაბიძე, ვიქტორ ბლიზნიჩენკო.

წავიდნენ: ბიორნ იონსენი, სოლომონ კვერკველია, პაატა ღუდუშაური, ირაკლი ბიძინაშვილი.


თბილისის „იბერია 1999"

მოვიდნენ: ანდრია ბართიშვილი, პაატა ღუდუშაური, ირაკლი ბიძინაშვილი, აკაკი გიუნაშვილი, ზვიად ნაჭყებია.

წავიდნენ: გიზი მამაგეიშვილი, ირაკლი სიხარულიძე.


ტყიბულის „მეშახტე"

მოვიდნენ: მათე კვირკვია, იუსიბ მეხტიევი, ლევან შოვნაძე, გიორგი პაპუაშვილი, ირაკლი სიხარულიძე.

წავიდნენ: -


„რუსთავი"

მოვიდნენ: მანუელ პამი (გვინეა-ბისაუ), როლანდ ჯობავა, ავთანდილ მაშავა, ნიკიტა სლავიცკი (უკრაინა), ნიკოლოზ ჩიქოვანი.

წავიდნენ: ლევან შოვნაძე, გილერმე სოუზა, ლუკა ჩოხელი, ამირან დევიძე, გიორგი ჯალაღონია, ზაურ სიჭინავა, როინ ოდიშელიძე, თორნიკე გულიაშვილი, გეორგი სულაქველიძე.


„დინამო" ბათუმი

მოვიდნენ: -  / წავიდნენ: -


ჩვენის მხრივ დავამატებთ, იქიდან გამომდინარე რომ მიუხედავად დაფარული „ვალებისა", ბათუმის „დინამოს" კვლავ ფიფა-ს ბანი ადევს, გუნდი ზაფხულამდე ტრანსფერებს ვერ ახორციელებს.


ფოტო: სკ "იბერია 1999"