ქართული ლეგიონის მორიგმა დღემ ჩვენების გოლების გარეშე ჩაიარა
ქართული ლეგიონის მორიგმა დღემ ჩვენების გოლების გარეშე ჩაიარა
02.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ლეგიონის მორიგი საკლუბო დღე, რომელმაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას, ბუდუ ზივზივაძის, გაბრიელ სიგუასა და  საბა საზონოვის გარეშე ჩაიარა. განაცხადში არ ყოფილა ლუკა გუგეშაშვილიც, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მეკარის განაცხადის მიღმა დატოვების მიზეზი.


საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში, მორიგი მარცხი განიცადა გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცმა". აქვე გეტყვით, რომ ქართველების გუნდი, კვლავ 12 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და ყველაზე ახლოს არის ერთი ლიგით დაქვეითებასთან. დღევანდელ ტურში კი, მეცელები, ანჟესთან, მინიმალური ანგარიშით 1-0 გასვლით შეხვედრაში „ანჟესთან" დამარცხდნენ. არაა გამორიცხული, ქართველების ფრანგული გუნდის მარცხი, იმ გარემოებამაც კი გამოიწვია, რომ სტუმართა გუნდი, მე-9 წუთიდან 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩა. „წიტამ", სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ტრადიციულად და სრული შეხვედრა ჩაატარა, აი, „აბუ" კი, 68-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.


პორტუგალიის ლიგის მე-20 ტურში ნოდარ ლომინაძე, გასვლით შეხვედრაში, რომელშიც „სანტა კლარა" 2-4 დაამარცხა, ქართველი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე სათამაშოდ არ შემოსულა. ამ მომენტში, „ლომინას" გუნდი 29 ქულით, მე-7 ადგილზეა. სათადარიგო შემადგენლობაში იყო კვლავ გიორგი ქოჩორაშვილი, რომლის „სპორტინგიც" „ნასიონალს" დაუპირისპირდა და  2-1 დაამარცხა. „ქოჩორა" მოედანზე მე-80 წუთზე გამოვიდა რა დროსაც ანგარიში, 1-1 იყო.  88-ე წუთზე, „სპორტინგმა" გაიტანა, თუმცა, ლუის სუარესის გოლი არ VAR-მა თამაშგარეს გამო გააუქმა. შეხვედრას კი, 6 წუთი დაემატა, რაც რეალურად უფრო დიდხანს გაგრძელდა. სწორედ, ბოლო, მატჩისთვის კომპენსირებულ მე-6 წუთზე სუარესმა კვლავ გაიტანა და ეს გოლი ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, თამაშამდე, მის გარშემო არსებული გაუგებრობა და კითხვის ნიშნები გაფანტა და განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე, „სპორტინგიდან" წასვლას არ აპირებს.


რუმინეთში, სუპერლიგის 24-ე ტურის გასვლით შეხვედრაში, ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია", „ფარულა კონსტანტასთან" 4-1 განადგურდა. ქართველოს გუნდმა, პირველი ტაიმი 3-0 წააგო. „მექვაბა" კი, რომლიც მე-3 წუთზე გააყვითლეს და მეორე ტამის საწყის წუთებში შეცვალეს, დღეს, დიდა გამორჩეული ვერ იყო. „უნივერსიტატია" ამ მომენტისთვის, 46 ქულით, კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია. აი, გუნდი კი, ვისთანაც დღეს წააგო, 34 ქულა აქვს და ცხრილის მე-10 საფეხურზეა.


ხორვატიის HNL-ის მე-20 ტურში, თორნიკე მორჩილაძის „რიეკა", გასვლით შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ბოლოს წინა ადგილოსან „ოსიეკისთან" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა. მასპინძლებმა გოლი 32-ე წუთზე გაიტანეს. სტუმართა რიგებში კი, ქართველი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა. დღევანდელი ტურის შემდეგ, „რიეკას", 28 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" საშინაო შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა „პროისენ მიუნსტერთან". ქართველმა მცველმა სრული შეხვედრა ჩაატარა და მცველებში საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. გოლები კი, მეორე ტაიმში,7 წუთიან მონაკვეთში გავიდა ჯერ მასპინძლებმა გაიტანეს, შემდეგ, სტუმრებმა გაათანაბრეს. დღევანდელი მე-20 ტურის შემდეგ, „ნიურნბერგი" 26 ქულით, მე-9 ადგილზეა.


ავსტრიის OFB თასის 1/4 ფინალი, რომელშიც გრაცის „შტურმი", სტუმრად, „ალტახს" ეთამაშებოდა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გუნდისთვის, უსიამოვნოდ მეორე ტაიმში გაიხსნა. 52-ე წუთზე, მასპინძლებმა პენალტი დაარტყეს, თუმცა, მხოლოდ დამატებაზე გაიტანეს.  71-ე წუთზე, „შტურმის" რიგებში შეცვლაზე შემოსულმა აქსელ კაიომბომ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, ამ მომენტიდან მალევე, გრაცელები 10 ფეხბურთელით დარჩნენ, ამ გარემოებამ კი, როგორც ჩანს საკმაოდ გაურთულა შტურმელებს ამოცანები. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ორი დამატებითი ტაიმი. პირველი ასეთი ტაიმის დასასრულს, 102-ე და 105-ე წუთებზე კი, მასპინძლებმა ორი გოლი გატანა მოახერხეს, რაც გრაცელებისთვის ვერდიქტი აღმოჩნდა. მეორე დამატებით დროში, 10 კაცით დარჩენილმა „შტურმმა" თამაში პენალტების სერიამდე ვერ მიიყვანა, წააგო 3-1 და თასის გათამაშებას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილმა სრული შეხვედრა ჩაატარა, რაც შეეხება გიზის, ის განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შემოსულა.