ერთი ბრინჯაო სოფიადა, სადაც ჯუდოში ევროპის ღია პირველობა გაიმართა
ერთი ბრინჯაო სოფიადა, სადაც ჯუდოში ევროპის ღია პირველობა გაიმართა
01.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სოფიაში, 31 იანვარსა და 1 თებერვალს ევროპის ღია პირველობა გაიმართა ჯუდოში, რომელზეც საქართველო სამ წონით კატეგორიაში (-73 კგ, -81 კგ და -90 კგ) ხუთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი:


-73 კგ / გიორგი ახალაური, თენგო ზირაკაშვილი

-81 კგ /  გივი ხოსიტაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ / ნიკოლოზ დავლაძე


ასპარეზობის პირველ დღეს, მედალთან ყველაზე ახლოს გიორგი ახალაური იყო, თუმცა, ქართველმა რეპეშაჟში რუმინელ იოან ძიტაჩთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.


დღეს, შეეძლო ბრინჯაოს მედლისთვის ებრძოლა გიორგი შერაზადიშვილშაც, თუმცა, რეპეშაჟში, ჩვენებური თურქ  უმალთ დემირელთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. სხვათა შორის ორივე შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლები რეპეშაჟში, ჩვენმა მეტოქეებმა მოიგეს.


ერთადერთი მედალი კი, ქართული გუნდიდან, ბრინჯაო, ნიკოლოზ დავლაძემ მოიგო. სხვათა შორის, -90 კგ-ში მოასპარეზე ჩვენი წარმომადგენელი, 1/2 ფინალამდე, საკმაოდ დამაჯერებლად მივიდა, ორი შეხვედრა იპონით მოიგო და 1/2 ფინალშიც ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა, ბერძენ მეტოქესთან დაპირისპირებისას, ბერძენი, ორჯერ სამედიცინო დახმარებისთვის ტატამიდან გაუშვეს და დიდი ალბათობით, 21 წლის ქართველი რიტმიდან ამოვარდა, რასაც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მსაჯების მხრიდან დაბინტული ბერძენის მიმართ სიმპათიაც დაემატა. საბოლოოდ, დავლაძემ 1/2  ფინალი წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად გადაერთო, რომელიც ფინალურ ბლოკში არ დათმო - ტურნირის მასპინძელი ანტონ დიმიტროვი, იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა.



ფოტო: (c) EJU