საქართველო და ისრაელი თელავში და თელ-ავივში გაარკვევენ ფლეი-ოფში საუკეთესოს
საქართველო და ისრაელი თელავში და თელ-ავივში გაარკვევენ ფლეი-ოფში საუკეთესოს
31.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, დანიაში, ჰერნინგმაში, ხელბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა.


2026 წლის მარტში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იწყებს ბრძოლას. ტიტე კალანდაძის გუნდი 19 და 21 მარტს ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თელავში, საპასუხო კი თელ-ავივში გაიმართება.


წყვილში გამარჯვებული კი, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. აქვე, ესპანეთის ნაკრების ტიტულებსაც შეგახსენებთ - ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონი და სამი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი.


ისრაელთან წარმატების შემთხვევაში, ესპანეთთან დაპირისპირება ჯერ გასვლაზე 13/14 მაისს, საპასუხო კი, 16-17 მაისს საქართველოში გაიმართება.


ხელბურთში, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატი 13-31 იანვარს, გერმანიის ექვს ქალაქში ჩატარდება.