დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
31.01.2026
ავტორი: TSFF.Ge

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა, ქართველი ხელბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამ ინტერესის სფეროში კი, ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშეების გარდა, შედარებით ახალგაზრდა ხელბურთელებითაც დაინტერესდნენ.


„ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე, გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და განვითარების სურვილით", - ასე გააცნო, იტალიის სერია A-ში მოასპარეზე კლუბმა გულშემატკივარს, გუნდის ახალი წევრი, 18 წლის დავით გრიშიკაშვილი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლესი ლიგის „ბუტელე სკოპიეს" ღირსებას იცავდა, იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს თამაშს. 18 წლის ქართველმა ხელბურთელმა 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა სიცილიურ „ალბატრო სირაკუზასთან".


„ძალიან კარგი შთაბეჭდილებები მაქვს იტალიის ჩემპიონატზე, ასევე ქვეყნისა და მისი ტრადიციებზე. ყოველთვის მაინტერესებდა ეს ქვეყანა, - დავით გრიშიკაშვილის სიტყვებს ახმოვანებს სიცილიური კლუბი. როცა „ალბატროში" გადმოსვლის შანსი მომეცა, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც ამ გუნდზე ვეკითხებოდი, მხოლოდ დადებითს მეუბნებოდნენ. აქ გადმოსვლამდე არაერთ თამაშს ვუყურე, ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი გამეგო გუნდზე", - ამბობს ქართველი ხელბურთელი.


„ალბატრო სირაკუზა" იტალიის სერია A-ში (ჩემპიონატში 14 გუნდი მონაწილეობს) თამაშობს და 20 ქულით (10 მოგება და 5 წაგება) სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზეა. ევროპის ჩემპიონატით გამოწვეული შესვენების შემდეგ, სირაკუზელები იტალიის ჩემპიონატს 7 თებერვალს „სასარისთან" გასვლითი შეხვედრით განაახლებენ ასპარეზობას.