
ბერძნულ „პაოკ"-ს, რომელსაც უეფა-ს ევროპა ლიგის მე-8 სათამაშო დღე, საკმაოდ მძიმე გარემოში მოუხდა, მთავარი ტროფეისთვის ბრძოლას, 1/16 ფინალიდან გააგრძელებს და ამ გზით შეეცდება სტამბოლში გასამართ ფინალში მოხვედრას. შეგახსენებთ, რომ გათამაშების ამ ეტაპზე, 9-24 ადგილზე მყოფი გუნდები ასპარეზობენ. სხვათა შორის, ბერძნულ კლუბს, რა თქმა უნდა თუკი სურვილი ექნება, 5 თებერვლამდე ვადა აქვს უეფა-ს საკლუბო განაცხადში ქართველი მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი დაარეგისტრიროს.
წილისყრის შემდეგ გუნები გათამაშების ამ ეტაპზე ასე დაწყვილდნენ:
„ლუდოგორეცი" - „ფერენცვაროში"
„დინამო ზაგრები" - „გენკი"
„სელტიკი" - „შტუტგარტი"
„ბრანი" - „ბოლონია"
„პანათინაიკოსი" - „პლზენი"
„პაოკ" - „სელტა"
„ფენერბაჰჩე" - „ნოტინგემ ფორესტი"
„ლილი" - ცვრენა ზვეზდა"
უეფა-ს ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველი ეტაპის პირველი შეხვედრები 19 თებერვალს საპასუხო კი, 26 თებერვალს გაიმართება. ამ წყვილებში გამარჯვებულებს კი, სტამბოლისკენ გზად, 1/8 ფინალში „ლიონი", „ასტონ ვილა", „მიდტიულანდი", „ბეტისი", „პორტუ", „ბრაგა", „ფრაიბურგი" და „რომა".





ჩვენ








