კვარაცხელიას პსჟ-ი „მონაკოსთან“ გაარკვევს ფლეი-ოფის დღეს
კვარაცხელიას პსჟ-ი „მონაკოსთან“ გაარკვევს ფლეი-ოფის დღეს
30.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ნიონში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მომავალი მეტოქე გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მორიგ ეტაპზე. ქართველის გუნდს, 29 იანვარს, გამარჯვების შემთხვევაში, რვა საუკეთესო გუნდში, ადგილი გარანტირებული ჰქონდა. თუმცა, „კვარას" გუნდმა, „ნიუკასლთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საქმე გაირთულა და ახლა, 1/16 ფინალში მოუწევს თამაში, რათა ტიტულის დასაცავად გზა გააგრძელოს. წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ პსჟ 19 და 25 თებერვალს „მონაკოს" დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ 2025 წელს ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ლიგა 1-ის 2024-2025 წლების სეზონის შეხვედრაში, ლუის ენრიკეს გუნდმა საშინაო შეხვედრაში 1-0 დაამარცხა მონაკოელები. თუმცა, ამავე წლის ნოემბერში, მხოლოდ, ლიგა 1-ის 2025-2026 წლების სეზონში, ასევე საშინაო შეხვედრაში, კაცნაკლულმა „მონაკომ" ასევე, 1-0 დაამარცხა პსჟ. სხვათა შორის ამ გუნდებს საფრანგეთის ჩემპიონატში 8 მარტს უწევთ პარიზში თამაში. თუმცა, მანამდე, როგორც აღვნიშნეთ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ორ-რაუნდიანი დაპირისპირება ელით.


გამომდინარე იქიდან, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული, ჩვენ იმედს, ვიტოვებთ, რომ ქართველი 19 თებერვალს,


შეგახსენებთ, რომ გათამაშების 1/16 ფინალურ ეტაპზე ძირითად ფაზაში მე-9-24 ადგილზე გასული გუნდები დაწყვილდნენ:


„მონაკო" - პსჟ

„ბენფიკა" - მადრიდის „რეალი"

„ყარაბაღი" - „ნიუკასლი"

„ბოდო/გლიმტი" - „ინტერი"

„გალათასარაი" - „იუვენტუსი"

„დორტმუნდი" - „ატალანტა"

„ბრიუგე" - „ატლეტიკო"

„ოლიმპიაკოსი" - „ლევერკუზენი"


ამ წყვილებში გამარჯვებულებს, 1/8 ფინალში უკვე ელოდებიან: „არსენალი", მიუნჰენის „ბაიერნი", „ლივერპული", „ტოტენჰემი", „ბარსელონა", „ჩელსი", „სპორტინგი" და „მანჩესტერ სითი". როგორც ხედავთ, ინგლისის პრემიერ ლიგის 5 წარმომადგენელი, მთავარი ტროფეისთვის აგრძელებს ბრძოლას. ამ გუნდებს შორის არის, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიც". ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ „მამარდას" დასკვნით ეტაპზე მოუწევს „ლივერპულის" კარის დაცვა. ისევე, როგორც გიორგი ქოჩარაშვილს მიეცემა სათამაშო დრო „სპორტინგის" შემადგენლობაში, თუკი, რა თქმა უნდა, ქართველი სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დროში გუნდს არ შეიცვლის.