ოთარ კიტეიშვილმა ისევ გაიტანა...
ოთარ კიტეიშვილმა ისევ გაიტანა...
30.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების „ხერხემალი" ოთარ კიტეიშვილი კვლავ, ყურადღების ცენტრშია. ავსტრიული გრაცის „შტურმის" ფეხბურთელი, შეიძლება ითქვას, დღეს, უეფა-ს ევროპა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, „ბრანის" წინააღმდეგ, მარტო თამაშობდა. ან, ჩვენ გვინდა, რომ ასე ყოფილიყო, თუმცა, ის რომ ქართველი გრაცელთა შორის გამორჩეულია, ფაქტია. ოთარს, მოედანზე გატარებულ 90 წუთში, გოლის გატანის 6 მცდელობა ჰქონდა:


28-ე წუთზე, როდესაც ააცილა;

54-ე წუთზე, კიდევ ერთხელ შეეცადა მეტოქის კარის აღებას;

58 -ე წუთზე გაიტანა, თუმცა, გოლი VAR-მა გადაამოწმა და გააუქმა, საგოლე გადაცემის მომენტში, კიტეიშვილის თანაგუნდელი თამაშგარეში იყო;

85-ე წუთის დასაწყისში, კიტეიშვილს „ბრანის" მეკარემ აუღო. თუმცა, ამ მომენტიდან მალევე, რამდენიმე წამში კიტეიშვილმა მაინც გაიტანა.

88-ე წუთზე ქართველმა შორი მანძილიდან დაარტყა და მეკარეს დიდი ჯაფა დაადგა, რომ ბურთი აეღო.

90-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, თუმცა, ის,


მიუხედავად იმისა, რომ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის (რომლიც ამ სეზონში გრაცელთა რიგებში ვერ დარეგისტრირდებოდა) გუნდი ევროპა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე ვერ მოხვდა. საუკეთესო 24 გუნდს შორის მოსახვედრად, „შტურმს" 2 ქულა დააკლდა და საბოლოოდ, ევროტურნირების 2025-26 წლების სეზონი, 7 ქულით, 26 ადგილით დაასრულა.