
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ" ევროლიგის 24-ე ტურის შეხვედრა გასვლაზე, საბერძნეთში, პირეოსის „ოლიმპიაკოსთან" 87-75 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) წააგო. საქართველოს ნაკრების კაპიტნის კლუბმა, უნდა ითქვას, რომ თამაში ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედი 27-13, 14 ქულით დათმო, რამაც რა თქმა უნდა კატალონიელებს განწყობაც გაუფუჭა და ამოცანა გაურთულა. დარჩენილ სამ მეოთხედში, „ბარსას", სულ მცირე უდიდესი ჯაფა დასჭირდა, რომ ჯერ თამაშში დაბრუნებულიყო, როდესაც მეორე მეოთხედი 19-24 მოიგო და შესაბამისად, ჩამორჩენა 9 ქულამდე (46-37) შეამცირა და ამის შემდეგ, მესამე მეოთხედშიც ბევრი იშრომა, რომ მონაკვეთი 13-27 მოეგო. შესაბამისად, ბოლო, მეოთხე მეოთხედის წინ, კატალონიური კლუბი, 5 ქულითაც წინ გაჭრილიყო.
ბუნებრივია, „ბარსამ" მეორე მეოთხედი შედარებით კარგად ჩაატარა, თუმცა, 14-ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა, შენგელიას და მის გუნდელებს, დიდ ენერგიად დაუჯდათ. მესამე მეოთხედის საწყის წუთებში, კატალონიელებმა მოახერხეს გათანაბრება, 46-46. შემდეგ, კი დაწინაურებაც. თუმცა, ამ შრომამ, თავი, ბოლო მეოთხედში იჩინა. კატალონიელებს და მათ შორის თოკოსაც, განსაკუთრებით ბოლო წუთებში ჰქონდა შეცდომები. თოკოს ორი დაკარგვა და აცილებული საჯარიმო სროლები დაგვამახსოვრდა. შესაბამისად, შეხვედრის ეს მონაკვეთი, პირველის მსგავსად, მასპინძლებმა მოიგეს, 28-11. თუმცა, ბერძნებმა ვერ მოახერხეს, იმ ანგარიშით მოგება (13 ქულა), რაც ამ გუნდების თანაბარი მაჩვენებლის შემთხვევაში, უპირატესობას „ოლიმპიაკოს" მიანიჭებდა.
რაც შეეხება თოკოს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და პარკეტზე 26:51 წუთი გაატარა. ქართველს, რომელმაც საბოლოოდ, 12 (ეს შედეგი ჰქონდა, მესამე მეოთხედის შემდეგ) ქულა დააგროვა, ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა.
24 ტურის შემდეგ, ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 16 მოგებითა და 8 მარცხით, მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას, ჩვენი ნაკრების კაპიტნის გუნდი, 3 თებერვალს სახლში, სტამბულის „ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თავის მხრივ, ამ მომენტში, სატურნირო ცხრილის სათავეშია.





ჩვენ








