
ის, რაც დღეს ყველას თუ არა, უმრავლესობას საქართველოში გვაინტერესებდა და გვადარდებდა, საბედნიეროდ, არც ისე სერიოზული გამოდგა, როგორც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-8 სათამაშო ტურში, პსჟ-სა და „ნიუკასლის" დაპირისპირებისას 22-ე წუთზე ჩანდა.
თბილისის დროით, 19:14 საათზე, პარიზულმა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელიას ჯამრთელობის შესახებ მოკლე ცნობა გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც მარჯვენა ფეხის კოჭ-წვივის სახსარი დაეჭიმა, დაახლოებით 8-10 დღის მანძილზე ვერ მოახერხებს თამაშს.
როგორც გუშინ, მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, ქართველ ფეხბურთელს დღეს დილიდან გამოკვლევები უნდა ჩატარებოდა. იმავე კომენტარში, ლუის ენრიკემ იმედი გამოთქვა, რომ ხვალ ის კარგი დიაგნოზის მოლოდინში იყო.
პსჟ-ს სამედიცინო გუნდთან კავშირზე არიან ქართველ ექიმებიც, რომლებიც აქტიურ ფეხბურთში დაბრუნებას დაახლოებით ორ კვირაში ვარაუდობენ. შესაბამისად, არაა გამორიცხული ქართველი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველივე შეხვედრისას მინდორზე ვიხილოთ.





ჩვენ








