„კვარას“ ვერდიქტს ხვალ ველით, „მამარდა“ და „ქოჩორა“ მერვედფინალში არიან, ჟორჟი ისვენებს...
„კვარას“ ვერდიქტს ხვალ ველით, „მამარდა“ და „ქოჩორა“ მერვედფინალში არიან, ჟორჟი ისვენებს...
29.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურმა საფიქრალი არა მხოლოდ ლიოს ენრიკეს, არამდეს მის ფრან კოლეგას ვილი სანიოლსაც გაუჩინა საფიქრალი. პსჟ-ს ჯერ, კლუბის ქართველი ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის შესახებ, უფრო ზუსტად ტრავმის სიმძიმეზე, კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პარიზელთა თავკაცი, ლუის ენრიკე, ქართველის ტრავმას შეეხო:


„თუკი გაანალიზებთ ყველა შეხვედრას, რომელიც ჩვენ ვითამაშეთ და გუნდებს, ვისაც ვეთამაშეთ, ვითარება კატასტროფულია. თუმცა, ეს უნდა გამოვასწოროთ და მე ვარ პირველი, ვინც ამაზე ვფიქრობ, მაგრამ აი, დღესაც, ჩვენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა ტრავმის გამო. ამის გააზრება რთულია, მაგრამ შევხედავთ ხვალ, რას გვიჩვენებს გამოკვლევა.


კოჭი აქვს დაზიანებული. საკმაოდ მძიმეა ტრავმაა. თუმცა, მჯერა რომ მე ვცდები და ხვალ, კარგი ამბები გვექნება", - ამბობს ლუის ენრიკე.



ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით დროს, რაც მისი ტრავმის განსასაზღვრად სამედიცინო გუნდს დასჭირდა დრო. ამ ხნის მანძილზ, ქართველმა, საგოლე გადაცემა მოასწრო, ერთხელ დაარტყა კარის მიმართულებით და  მეტოქეს   ყვითელი ბარათი აჰკიდა. „კვარა" რომელსაც თამაშის პირველი წუთებიდან კოჭებში ემჩნეოდა, რომ კარგი თამაში უნდა ჰქონოდა, 22-ე წუთზე, კოჭის ტრავმის გამო შეცვალეს. ჩვენ კი, იმედი გვაქვს, რომ „კვარას" ტრავმა, არ იქნება სერიოზული... ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-8 სათამაშო ტურში პსჟ-სა და "ნიუკასლს" შორის, 22-ე წუთზე თანაგუნდელებისა და სამედიცინო გუნდის წევრების დახმარებით ჯერ მოედნიდან, შემდეგ კი, პირდაპირ გასახდელისკენ გაიყვანეს. რაც შეეხევა შეხვედრას, მე-4 წუთზე, დემბელეს მიერ მორიგი გაფუჭებული პენალტის შემდეგ, ვიტინიას გოლით კი დაწინაურდა, თუმცა, პარიზელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გაუშვეს. მეორეში კი, ანგარიში არ შეცვლილა და მატჩიც ფრედ, 1-1 დასრულდა. შესაბამისად, პსჟ-ი ფლეი-ოფის ზონაში აღმოჩნდა და ახლა, 30 იანვარს დაელოდება, როდესაც ორ-რაუნდიანი ფლეი-ოფისთვის მეტოქის ვინაობას („მონაკო" ან „ყარაბახი") შეიტყობს.


უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების გუნდებიდან 1/8 ფინალში თამაშის უფლება გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა" გაინაღდა, რომლმაც საშინაო შეხვედრაში დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა „ყარაბახი" და მშვიდად შეეძლება ახლა დაელოდოს მეტოქეს. რაც შეეხება „მამარდას" ქართველი სათადარიგო შემადგენლობაში იყო.


მშვიდად დაელოდება მეტოქეს 1/8 ფინალში, კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის გიორგი ქოჩორაშვილის პორტუგალიური „სპორტინგი". „მამარდას" მსგავსად, „ქოჩარაც" იყო მატჩის განაცხადში, თუმცა, ის მოედანზე არ შესულა. მისი გუნდი, ესპანეთში, ბილბაოს „ატლეტიკოსთან" ორჯერ აგებდა, თუმცა, პორტუგალიელებმა ორჯერ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, „სამქულიანი" გაიტანეს და ფლეი-ოფის თავისტკივილი აიცილეს.


და ბოლოს, მეორე ტაიმში, შევიდა მოედანზე გიორგი მიქაუტაძე, რომლის „ვილიარეალმაც" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის აღნიშნული ტურის შეხვედრა 3-0 წააგო ლევერკუზენში „ბაიერთან". ზოგადად, ესპანელებს მიმდინარე გათამაშებაში, მორიგი სუსტი მატჩი გამოუვიდათ და შესაბამისად, ლიგის ეს ფაზა, მხოლოდ 1 ქულით დაასრულეს.