
საკმაოდ საინტერესო მარკეტინგული ხერხი, რომელიც საბოლოოდ, სპორტული შედეგის გაუმჯობესებას ემსახურება და ეს, მხოლოდ გალა-დაჯილდოებაზე ქულების დასაწერად წარმოთქმული სიტყვა არ არის. დღეს, გერმანიის სარკინიგზო გადამზიდავმა Deutsche Bahn-მა, თავის მომხმარებელს, თუნდაც, ჩვენნაირებს, რომლებიც ამ ქსელში გერმანიაში, 2024 წელს გამართული ევროპის ჩემპიონატის დღეებში დავრეგისტრირდით და უეფა-ს და Deutsche Bahn-ის, ევრო 2024-ის ფარგლებში თანამშრომლობის გარდაც, აღნიშნული გადამზიდავის მომსახურებით ვისარგებლეთ, 2026 წლის იანვრის ბოლოს, თავის მომხმარებელს და მათ შორის ჩვენც, ახალი შეთავაზება გაგვიკეთა.
კერძოდ, Deutsche Bahn-ის გადაწყვეტილებით, თუკი გერმანული გუნდის წარმომადგენელი, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც მილანსა და კორტინაში, 2026 წლის 6-დან 22 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, ოქროს მედალს მოიპოვებს, მომდევნო დღეს, ICE და IC/EC ხაზის მატარებლებზე, მთელი გერმანიის მასშტაბით, უფასოთ შეგეძლებათ მოგზაურობა, ე.წ. BahnCard Gold-ით, რომლის გააქტიურებაც 5 თებერვლამდეა შესაძლებელი.
ამას გარდა, შეღავათიანი ბარათით მოსარგებლეებს საშუალება ეძლევათ 50% მორგებული და 25% შეღავათი უახლოესი სამი თვის მანძილზე, შორეული მატარებლებით სარგებლობისას. ბუნებრივია, ამ ბარათის გათამაშება ფასიანია, სხვაგვარად კომერციულადაც აღნიშნული კამპანია აზრს დაკარგავდა, შესაბამისად, BahnCard Gold-ის გასააქტიურებლად, Deutsche Bahn-მა საფასურიც დააწესა, რომლის საფასურიც 19,90 ევროდან იწყება. საერთო ჯამში, 8 სხვადასხვა კლასის ბარათის დარეგისტრირება შეიძლია მომხმარებელს და ბუნებრივია ფასებიც სხვადასხვაა, ყველაზე ძვირის ღირებულება 152 ევროს შეადგენს. თუმცა, აქ, ლაპარაკი 3-თვიან პერიოდზეა, მაგრამ ეს ათვლა რომ დაიწყოს, მილანსა და კორტინაში გერმანიის გუნდის წევრმა ოქრო ინდა მოიგოს, რაც სულაც არ არის საოცნებო სფეროდან.
და ცოტა ქართულ რეალობას რომ დავუბრუნდეთ - რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? ძალიან რომ არ ჩავუღრმავდეთ და ორ წინადადებაში დავწეროთ - ჩვენთან, ე.წ. „სპონსორები" მხოლოდ, საკუთარი თავის წარმოჩენაზე ფიქრობენ, თან ხმაურიანი სპორტული მოვლენების, სპორტსმენებისა თუ გუნდების ირგვლივ - მიზერული თანხის სანაცვლოდ, შენს სივრცეს ააჭრელებენ საკუთარი სიმბოლიკით და ამ დროს, რეალურად, ის „სასპონსორო" თანხაც, აღნიშნული პროდუქტის შექმნის თვითღირებულებაში იქვითება და რეალურად სპორტი და ზემოთჩამოთვლილი მომხმარებელი (სპორტსმენი, გუნდი, გულშემატკივარი) ჯიბე გამოხეული რჩება. შედეგიც, შემდეგ სახეზეა.
თუმცა, აქ არის კიდევ ერთი „თუმცა"! იმ საუკუნის 90-იანი, დიახ, ბნელი 90-იანი წლებიდან, როდსაც პირველად შეეჩეხა ქართული სპორტული სამყარო სასპონსორო თემატიკას (მანამდე მოგეხსენებათ, ძლიერი წარმოებები „შეფობას" იღებდნენ ამა თუ იმ სპორტულ კლუბზე და კარგადაც პატრონობდნენ) და პირველად დაიწყეს ფიქრი, როგორ შეიძლებოდა დაეინტერესებინათ ბიზნესი სპორტით - ერთ-ერთი გამოსავალი, საგადასახადო შეღავათები იყო. თუმცა, საკითხი, ასევე არ დაძრულა. ასე, რომ ბუნებრივია, ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს, იქნებ დროა, დაიწყოს ფიქრი, სპორტში ჩადებულ და სპორტში ჩამდები სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებისა და სტიმულის მექანიზმი საკანონმდებლო დონზე ამუშავდეს.

|
|
|





ჩვენ







