თორნიკე შენგელიას 22 ქულა მორიგ ევროლიგურ მატჩში
თორნიკე შენგელიას 22 ქულა მორიგ ევროლიგურ მატჩში
24.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროლიგის მორიგი ტური, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ კვლავ სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, ამჯერად მოედანზე 22:47 წუთი დაჰყო და 22 ქულა დააგროვა, შესაბამისად, ქართველმა წუთში საშუალოდ ქულა დააგროვა. თუმცა, კალათბურთში, ასეთი „საშუალო" არ ითლება, ამიტომ გეტყვით, რომ თოკოს ჩაგდებულ 22 ქულაში 8 მცდელობიდან 6 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და შვიდიდან შვიდი საჯარიმო სროლა იყო. რა თქმა უნდა 5 მოხსნასთან, 3 ასისტთან, 1 მოპარვასთან ერთად. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 28 შეადგინა, რაც „ბარსელონას" შემადგენლობიდან, მეორე მაჩვენებელი იყო.


ზოგადად, უნდა ითქვას, რომ შენგელია, კატალონიური კლუბში, სტაბილურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ეს საკალათბურთო ევროლიგის თამაშებზე შეგვიძლია ვთქვათ.


მიუხედავად იმისა, რომ ქართველის გუნდი, რომელიც გათამაშების რეგულარული ჩემპიონატის ცხრილის ზედა ნაწილშია, ბოლო ადგილოსან „ლიონ ვილერბანს " დაუპირისპირდა, საშინაო კედლებში, ლიონელებმა ორ მეოთხედში მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევა მოახერხეს. უფრო მეტი, პირველის მოგებაც კი მოახერხეს, 26-22. თუმცა, მეორე მეოთხედიდან „ბარსელონამ" გაზარდა უპირატესობა და გარდამტეხი, მესამე მეოთხედის ჩათვლით, დარჩენილი სამივე მონაკვეთი მოიგო (23-25, 21-27, 21-24). საბოლოოდ კი, შეხვედრაც, 91-98  (იხილეთ თამაშის სტატისტიკური მონაცემები).


მომდევნო შეხვედრა, თორნიკე შენგელიას „ბარსელონას" 29 იანვარს, „ოლიმპიაკოსთან" ელის, რომელთანაც, ამ მომენტში მე-4-5 ადგილებს იყოფს. სატურნირო ცხრილის სათავეში კი, ამ მომენტში, თელ-ავივის „ჰაპოელი" და თურქული „ფენერბაჰჩე" არიან. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მთავარი ტიტულისთვის, რეგულარული გათამაშების შემდეგ, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობს, ფლეი-ოფში მხოლოდ 10 საუკეთესო გააგრძელებს ასპარეზობას. ფლეი-ოფების ეტაპამდე კი, 14 ტურია დარჩენილი.


ფოტო: (c)euroleaguebasketball.net