
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდზე, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე ათვლა დაწყებულია 13 დღე და რამდენიმე საათი. ოფიციალურამდე, რადგან რამდენიმე სახეობაში, მაგალითად კიორლინგში, ყინულის ჰოკეისა და სნოუბორდში, ოლიმპიური სტარტი 4 და 5 თებერვალს მიეცემა. პირველი მედლები კი, 7 სახეობაში (სამთო თხილამურებში, თხილამურებით რბოლაში, ტრამპლინიდან ხტომაში, ტრამპლინიდან ხტომაში და ციგურებით რბოლაში) უკვე 7 თებერვალს გათამაშდება.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე 15 დღით ადრე, ანუ 22 იანვრიდან ოლიმპიურმა ჩირაღდანმა მოგზაურობის ე.წ. 46-ე ეტაპი დაიწყო და ტრევიზოსა და მესტრეს გავლით ვენეციაში დასრულდება. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საორგანიზაციო ვებ-გვერდზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ანთებისას და ჩაქრობისას სიახლეს ვიხილავთ. პირველად, ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას 6-22 თებერვლის ჩათვლით, ოლიმპიური ცეცხლი ორ ლოკაციაზე აინთება - ერთი, იქნება მილანში, მშვიდობის თაღთან, ხოლო, მეორე კორტინაში, ქალაქის ცენტრში, ანჯელო დიბონას მოედანზე. ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიაში, ბევრი საინტერესო, თუმცა, ყველაფერი „Made in Italy"-სთან ასოცირებული იქნება.
საქართველო კი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ყოველ შემთხვევაში რასაც ქართული წყაროებიდან ვიგებთ, მხოლოდ 8 სპორტსმენით, აქედან 6 ფიგურულ ციგურაობაში, ორი კი სამთო სათხილამურო სპორტში იქნებიან წარმოდგენილები.
ზედიზედ მეხუთე ოლიმპურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას ქართველი სამთო მოთხილამურე ქალი ნინო წიკლაური, რომელმაც ტრავმის შემდეგ, მოკლე დროში მოახერხა კიდევ ერთი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება. სამთო თხილამურებში წარმოგვადგენს ლუკა ბუჩუკურიც. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოგვადგენენ ფიგურულ ციგურაობაში მოქმედი ევროპის ჩემპიონები, ნიკა ეგაძე - მამაკაც ერთეულთა თანრიგში და სპორტული წყვილი, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. ასევე, საქართველოსთვის იბრძოლებენ ანასტასია გუბანოვა და წყვილი სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი მოციგურავეების ნაკრები გუნდურ შეჯიბრზეც შეეცდება რომელიმე სინჯის მედალს გამოჰკრას ხელი - 6, 7 და 8 თებერვალს, სწორედ გუნდურ შეჯიბრში გახურდებიან ჩვენი ფიგურული მოციგურავეები. აქვე გეტყვით, რომ ნინო წიკლაურის გარდა, ჩვენი გუნდიდან, ოლიმპური თამაშების „გამოცდილება" მხოლოდ, ლუკა ბერულავასა და ანასტასია გუბანოვას აქვთ.

|
|
|





ჩვენ







