გოლების გარშე, თუმცა, სტაბილური ტური ქართული ლეგიონისთვის
გოლების გარშე, თუმცა, სტაბილური ტური ქართული ლეგიონისთვის
24.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნელ-ნელა უეფა-ს წევრ ქვეყნებში, საახალწლო არდადეგების შემდეგ საფეხბურთო სეზონი ხურდება. ამ სეზონთან ერთად კი, ხურდებიან ჩვენი ფეხბურთელებიც, რომლებსაც, ყოველ შემთხვევაში დიდ ნაწილს, სულ მალე საქართველოს ნაკრები შეკრებს მარტის ამხანაგური თამაშებისთვის. თუმცა, მანამდე, ვნახოთ როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ უეფა-ს წევრი და არაწევრ ქვეყნებში საფეხბურთო თვალსაზრისით.


მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეორე ტაიმი, ლუის ენრიკე ყველაზე ხმამაღლა „კვარას" სახელს გაჰყვიროდა, „ოსერთან", საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში, 79-ე წუთზე, პსჟ-ს გატანილ გოლში, ყველაფერი სწორედ, ხვიჩა კვარაცხელია ზუსტი და გრძელი გადაცემით დაიწყო, საკუთარი საჯარიმოდან, რომელიც დემბელემ მიიღო და კარგ პოზიციაში მყოფ ბარკოლას გადააწოდა. ამ უკანასკნელმა კი, როგორც იქნა გოლი გაიტანა. თუმცა, ქართველზე მაღალი შეფასება, თამაშის ბოლოს მაინც ვერ დაიმსახურა. რეალურად, ამ შეხვედრაში „კვარასაც" ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა, მას „ოსერის" ფეხბურთელები, განსაკუთრებით დასკვნით ფაზაში, კარგად აკონტროლებდნენ. ასეა თუ ისე, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და ახლა, 45 ქულით პირველ ადგილზეა. ყველაზე უარეს შემთხვევაში 25 იანვრამდე, როდესაც „ლანსი", მე-19 ტურის შეხვედრაში „მარსელს" დაუპირისპირდება.


გერმანიის ბუნდეს ლიგაში „ზანტ პაულისა" და „ჰამბურგის" მე-19 ტურის შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. გიორგი გოჩოლეიშვილი, შეხვედრის განაცხადში იყო, თუმცა, დღეს ის მოედანზე არ შემოსულა. აღნიშნული ტურის შეხვედრები ძირითადად 24 იანვარს გაიმართება და შესაბამისად, სატურნირო ცხრილიც დღის ბოლოს განახლდება. თუმცა, მანამდე, ქართველის გუნდი, 18 ქულით მე-13 ადგილზეა.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" სტუმრად, „დარმშტადტთან" 2-0 დამარცხდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, „ლოჩოს" გუნდმა გოლები მეორე ტაიმში 15 წუთიან მონაკვეთში (60', 75') წუთებზე გაუშვა. მიუხედავად ამისა, ქართველმა, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა, გუნდიდან, მეორე ცენტრალურ მცველთან ერთად, სწორე ლოჩოშვილმა მიიღო. 19 ტურის შემდეგ, „ნიურნბერგი" 25 ქულით მე-8 ადგილზეა.


ზამთრის არდადეგების შემდეგ, მეზობელ აზერბაიჯანში საფეხბურთო სეზონი განახლდა. სუპერ ლიგის მე-17 ტურში, ბაქოს „ნეფთჩიმ" ქართველებს კლუბს „ზირას" უმასპინძლა და ფრედ, 0-0 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, „ზირას" შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა დავით ვოლკოვი, თუმცა, ის სათამაშოდ არ შემოსულა. რაც შეეხება ზირელთა მეორე ქართველს, გიორგი პაპუნაშვილს, მან ტრადიციულად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა. ამ ხნის მანძილზე, ქართველი ერთ-ერთი სტაბილური იყო მოედანზე. 17 ტურის შედეგ, „ზირას" 29 ქულა აქვს და ბაქოს „საბაჰისა" და „ყარაბახის" შემდეგ, მესამე ადგილზეა.


სპარსეთის ყურის პრო ლიგა, მე-17 ტურში გიორგი გველესიანის „სეფაჰანი" გასვლით ტურში, ქართველს ყოფილ გუნდს, „პერსეპოლისს" დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. ქართველი მცველი, რომელსაც ირანში განვითარებული მოვლენების გამო გარკვეული პერიოდი უსაფრთხო ადგილას მოუწია ყოფნა, მატჩის განაცხადში იყო, თუმცა, ის სათამაშოდ არ შესულა. „სეფაჰანმა" ამ ტურში, უშუალო მეტოქესთან წააგო და შესაბამისად, სატურნირო ცხრილშიც გაუცვალა ადგილი  და 17 ტურის შედეგ, 31 ქულით მეორე ადგილზეა. ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვს, თუმცა ურთიერთ შეხვედრებისა და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო, პირველ ადგილზე ამ მომენტში „პერსეპოლისია". რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-13 წუთამდე, „პერსეპოლისი" ორბურთიანი სხვაობით იგებდა. თუმცა, უზომოდ გაწელილ მატჩში, მასპინძლებს ჯერ ფეხბურთელი გაუძევეს, შემდეგ კი, მათ კარში გოლიც გავიდა.