„კიტეს“ და გიზის „შტურმს“ ევროპა ლიგის ამ სეზონში სათამაშო ფორმალური მატჩიღა დარჩა...
„კიტეს“ და გიზის „შტურმს“ ევროპა ლიგის ამ სეზონში სათამაშო ფორმალური მატჩიღა დარჩა...
23.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგა მე-7 სათამაშო ტურის შემდეგ, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა" მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. 7 ტურის შემდეგ, ავსტრიელებს, მხოლოდ 4 ქულა აქვთ, სატურნირო ცხრილის 31-ე ადგილზე არიან და ახლა „ოთხქულიანიც" რომ მოიგონ და ამ მომენტში, სატურნირო ცხრილში ფლეი-ოფის 16 გუნდს შორის უარესი შედეგის მქონე (8 ქულა) „სელტიკმა" და მას შემდეგ მყოფმა ყველა გუნდმა „შტურმამდე" წააგოს, 2025-2026 წლების სეზონი, გრაცელთათვის 30 იანვარს, „ბრანთან" საშინაო შეხვედრის შემდეგ დასრულდება.


ჩვენთვის, ეს გარემოება თუნდაც იმიტომ არის სამწუხარო, რომ 1/16 ფინალში გასვლის შემთხვევაში, „კიტესთან" ერთად, უეფა-ს ევროტურნირების ძირითადი ბადის გათამაშებაში კიდევ ერთ ქართველს, გიზი მამაგეიშვილსაც ვიხილავდით.


იმედი კი, გრაცის „შტურმს" როტერდამში, „ფეიენოორდთან" დაპირისპირებაში გადაეწურათ, რომელშიც 3-0 დამარცხდნენ. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შეუცვლელად იყო და ავსტრიელთა რიგებში საუკეთესოც. თუმცა, „კიტეს" თავდადებამ, გააზრებულმა გადაცემებმა და ერთმა მცდელობამაც, გაეტანა გოლი (მეკარემ აუღო), გრაცელებს ვერ უშველა. „შტურმმა" წააგო და ახლა, პრესტიჟის შესანარჩუნებლად, ავსტრიის საფეხბურთო სარბიელზე მართებს დამტკიცება, რომ ქვეყნის ჩემპიონატში, სადაც მე-3 საფეხურზე არიან და OFB თასის გათამაშებისას მოუწევთ. ამ ორიდან პირველად, გრაცელები სწორედ, სათასო შეხვედრას ჩაატარებენ, 1 თებერვალს, გასვლაზე, „ალტახის" წინააღმდეგ.


აქვე გეტყვით, რომ უეფა-ს ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 1/8 ფინალის ორი მონაწილე ცნობილია  - „ლიონი" და „ასტონ ვილა". კიდევ 6 ბოლო ტურში გაირკვევა. 1/16 ფინალების წილისყრა კი, 30 იანვარს არის დაგეგმილი.


სხვათა შორის უეფა-ს კიდევ ერთ ტურნირზე, კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში წესით და რიგით, კვიპროსული ომონიას წინააღმდეგ, გასვლაზე უნდა ითამაშოს თორნიკე მორჩილაძემ. „დინამო თბილისიდან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს  „რიეკაში" გადაბარგებული ქართველის რეგისტრაციაში, უეფა-ს ამ ტურნირზე მოასპარეზე ხორვატულ კლუბს ხელს არაფერი უშლის. და ბოლოს აქვე გეტყვით, რომ 20 თებერვალს, უეფა-ს კონფერენს ლიგის 1/16 ფინალის კიდევ ერთ შეხვედრაში, მოედანზე, „დინამო თბილისის" კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს, გაბრიელ სიგუას უნდა ველოდოთ, რომლის შვეიცარული „ლოზანა" პირველ გასვლით შეხვედრას, გასვლაზე ჩეხეთში, „სიგმა ოლომოუცი" წინააღმდეგ გამართავს.