საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-10 ადგილით დაასრულა
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-10 ადგილით დაასრულა
22.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ნავსი ვერც ამ ჯერზე გატეხა და ერთ ევროპის ჩემპიონატზე სამი თამაში ვერ მოიგო. არადა, გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ევროპის 2026 წლის და ჩვენი გუნდისთვის მე-7 ჩემპიონატს, მე-9 ადგილით დაასრულებდა. ამჯერად კი, ჩვენ, მე-10 ადგილზე ვართ.


საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და ჩვენ, 16-13 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი) დავმარცხდით, წყალში, ჩვენი სუბიექტური გადმოსახედიდან ნირ წახდენილი გუნდი იყო, რომელშიც ასევე, ჩვენი მოსაზრებით, თუ სრულად გუნდზე ვერ ვიტყვით ამას, რიგი მოთამაშეები აშკარად, ინერტულები იყვნენ. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, უახლოეს ხანში, წყალბურთის ეროვნულ ნაკრებში საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ.


დღეს, კი ფრანგებთან დაპირსიპირებაში, რომელშიც „ფურცელზე" ფავორიტებად ფრანგები (გუნდები ერთმანეთს რვაჯერ არიან შეხვედრილები და ჩვენ მხოლოდ ერთი გამარჯვება გვქვს ანგარიშზე) ითვლებოდნენ, რეალობაშიც გაცხადდა. ფრანგებმა რეალურად, პირველ (10-6) ტაიმში მოგვიგეს რადგან შეიქმნეს ის კომფორტული უპირატესობა, რომლის შენარჩუნებაც შემდეგ, თამაში ბოლომდე უპრობლემოდ მოახერხეს. ჩვენი მოწინააღმდეგე, ერთ მომენტში 5 გოლითაც იყო წინ, თუმცა, საბოლოოდ სხვაობამ სამი გოლი შეადგინა. ოთხი პერიოდიდან, უშანსო შეიძლება ითქვას, არც ერთი არ გვქონდა (4-2, 6-4, 4-4, 2-3), თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, საქართველოს ნაკლებს აკლდა „მარილი".


ფრანგებსაც არ გამოსდიოდათ ყველაფერი - ალბათ, ბუე იყო ის, მოწინააღმდეგის გუნდიდან, რომელიც განსაკუთრებით გვაწუხებდა და საბოლოოდ, ოთხი გოლის გაგვიტანა. ჩვენ კი, მოგებული სპრინტების გარდა, გვქონდა უამრავი შეცდომა დაცვაშიც და თავდასხმაშიც, ბევრი გაფუჭებული მომენტი, განსაკუთრებით ეს მაშინ იყო მტკივნეული, როცა უმეტესობაში ვიყავით. კიდევ ერთი მომენტი, რაც პირადად ჩვენთვის ამოუხსნელი დარჩა - როდესაც იყო მომენტი და აშკარად არავინ უშლიდა ხელს, რატო ცდილობდნენ (არა მხოლოდ დღეს) ჩვენი წყალბურთელები „ლელოს" დადებას? ამისთვის ხომ სხვა თამაში და სახეობაა. და კიდევ ერთხელ, ამჯერად დღევანდელ შეხვედრაში ვატო დადვანის გაძევება წითელი ბარათით. არადა, ამ ჩემპიონატზე, ვატო ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო ჩვენი გუნდის შემადგენლობაში.


რადგან სიტყვამ მოთამაშეები მოიტანა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის ჩეპიონატის ბოლო შეხვედრაში, ათანასიოს კეჩაგიასმა დღეს თამაშის შესაძლებლობა მეკარის, გიორგი გვეტაძის გარდა მისცა ყველა წყალბურთელს. რა თქმა უნდა მეტ-ნაკლები სათამაშო დროით. ალბათ, ერთი დადებითი, რაც ჩვენთვის უკვე დასრულებულ ბელგრადული ჩემპიონატიდან შეიძლება დავასკვნათ, სწორედ ეს მომენტია, რადგან ევროპის უძლიერეს ფორუმზე, სათამაშო გამოცდილება, იმ ახალგაზრდა წყალბურთელებს ჰქონდათ, რომლებიც მომავა ტურნირებზე, საქართველოს ნაკრების ღირსებას აუცილებლად დაიცავენ.


დღევანდელ და ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში კი, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მოთამაშეთა მონაგარი ასეთია: ნიკა შუშიაშვილი (3 გოლი/9 შესაძლებლობიდან), საბა ტყეშელაშვილი (3/4), გიორგი მაგრაქველიძე (2/4), ვატო დადვანი (1/4), სანდრო ადეიშვილი (1/1), რეზი იმნაიშვილი (1/1), ველიკო ტანკოვიჩი (1/1), სტეფან პიეშივაცი (1/1).



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი