
გიორგი ცხოვრებაძე ევროპის 2026 წლის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირია. ამის შესახებ, ჩვენი ვებ გვერდი, საქართველოს ნაკრებს მიერ ხელბურთში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის დასრულებისთანავე დავწერეთ. ცხოვრებაძეს, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 29 გოლი ჰქონდა გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იყოფდა პორტუგალიელ ფრანსიშკუ კოსტასთან.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების 11-მა ნომერმა 11-11 გოლი გაუტანა შვედეთისა და ნიდერლანდები ნაკრებებს. ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ხორვატიასთან კი, ქართველოს ანგარიშზე 7 გოლი იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შვედეთის ნაკრებთან თამაშის ბოლოს, MVP-ი სწორედ, გიორგი გახდა.
ბუნებრივია, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია, უახლოეს მომავალში ჩვენი ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე, ცივ გონებაზე შეაფასებს. თუმცა, მანამდე, ფედერაციის ვებ-გვერდი ცხოვრებაძის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს გვთავაზობს, რომელიც ქართული ხელბურთის უახლოეს მომავალს, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე დაუფიქსირდა:
- გიორგის ერთ მატჩში საშუალოდ 9.7 გოლი გაჰქონდა;
- „ასისტების" კუთხით, რომელიც მას „ევროზე" 9 დაუგროვდა, მატჩში საშუალოდ 3 გამოდის;
- ცხოვრებაძემ სამ მატჩში 457 გადაცემა შეასრულა- საშუალოდ 152.3 მოქმედება;
- სამი მატჩში ითამაშა 140 წუთი, საშუალოდ ერთ მატჩში მოედანზე გატარებული 46.8 წუთი.
და ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს მე-11 ნომრის მირე ნიდერლანდების კარში გატანილი ერთ-ერთი გოლი, ჯგუფურ ეტაპზე გატანილ გოლებს შორის მე-3 ადგილზეა. ძალიან დასანანია, რომ საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა ლიდერი, 2026 წლის ფორუმზე მეტის გაკეთებას ვეღარ მოახერხებს. თუმცა, წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევია და კიდევ გიორგის საინტერესო თამაშები საკლუბო ხელბურთში, სადაც ქართველი ხორვატული „ზაგრების" ღირსებას იცავს, რომელიც თავის მხრივ, ხორვატიის ჩემპიონატის გარდა, ხელბურთში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და სანაკრებო შესვენების შემდეგ, 18 თებერვალს საკუთარ კედლებში პსჟ-ს მასპინძლობა მოუწევს.

|
|
|





ჩვენ







