თორნიკე შენგელიას „ბარსამ“ ევროლიგის მორიგი მატჩი მოიგო
თორნიკე შენგელიას „ბარსამ“ ევროლიგის მორიგი მატჩი მოიგო
21.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მორიგი, 23-ე ტურის მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და საერთო ჯამში, პარკეტზე24:29 წუთი გაატარა და მატჩის ბოლოს 11 ქულა (აქედან 3 ორქულიანი, ერთი სამიანი და ორიც ჯარიმა), 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.


ბარსელონაში გამართული ეს მატჩი, „ბარსელონასა" და „დუბაის" შორის, კატალონიელთა გამარჯვებით 91-89 დასრულდა. თოკოს გუნდისთვის ეს, ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო, თუმცა, თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა, მრავალი მოულოდნელობით. მათ შორის, სტუმარი გუნდის პირველი და ბოლო მოგებული მეოთხედებით 18-22 და 12-22. თუმცა, თოკოს გუნდმა მოახერხა მეორე მეოთხედში თამაშში დაბრუნება, ეს მონაკვეთი 31-19, ტაიმი კი, ამის ხარჯზე 9 ქულით 49-41 მოიგო და შეხვედრის მეორე ნახევარსაც უფრო იმედიანად შეხვდა.


„ბარსამ", თავისი თამაში მოახვია თავს საამიროების წარმომადგენელ გუნდს მესამე მეოთხედში, თუმცა, ეს მონაკვეთი მხოლოდ 4 ქულით, 30-26 მოიგო. სხვაობა კი, ბოლო მეოთხედის წინ, 12 ქულა (79-67), ზუსტად იმდენი შეადგინა, რამდენი ქულაც შენგელიას გუნდმა ბოლო მონაკვეთში ჩააგდო. თუმცა, საბედნიეროდ, სტუმართა გუნდმა,  12-22


ბოლო მეოთხედი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ „დუბაიმ" ძალიან მალე თამაშში დაბრუნება მოახერხა, რამეთუ 12 ქულა ამოიღო და შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, ანგარიში გაათანაბრა, 83-83. უფრო მეტიც, სტუმრებმა 01:05 წუთით ადრე შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 ქულით წინ გასვლა მოახერხეს, 87-88. ამ მომენტამდე, 85-85-ზე ორქულიანი თოკომ ჩააგდო. ბოლო 4 ქულა კი, კატალონიელებს დარიო ბრისუელამ მოუტანა, რაც რეალურად გამარჯვების ტოლფასი გამოდგა.


თოკო შენგელიას გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 23 იანვარს, „ლიონის" წინააღმდეგ გამართავს.