საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
21.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმისთვის, რომ ჯგუფში მესამე ადგილი დაგვეკავებინა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად გზა გაგვეადვილებინა, ჩვენ ხელბურთში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შესარჩევ მატჩში უნდა მოგვეგო ნიდერლანდების ნაკრებისთვის, თან მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით. თუმცა, მეტოქე, ჩვენზე ბევრად გამოცდილი იყო და „სკამიც" ჩვენზე გრძელი გვქონდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემიონატზე, საქართველოს ნაკრებს, კაპიტანი თემო ორჯონიკიძე აკლდა, მალმეში, მეორე სათამაშო დღეს კი, ჩვენს ნაკრებს, გუნდის კიდევ ერთი ლიდერი ერეკლე არსენაშვილი გამოაკლდა. ტრავმის გამო, შვედეთში დაგვაკლდა ზურაბ გოგავაც.


წინა შეხვედრისგან განსხვავებით, დღევანდელი შეხვედრა ზურაბ ციცნაძემ დაიწო, რომლის წყალობითაც რეალურად პირველ ტაიმში ქართველთა გუნდი, ბევრ გოლს გადაურჩა. საბოლოოდ, ცინცაძის ანგარიშზე, 6 „სეივი" დაგროვდა. აი ორივე გუნდში კი, ყველაზე მეტო გოლი, საქართველოს ნაკრების მე-11 ნომერზე, გიორგი ცხოვრებაძეზე მოდის. 11-მა ნომერმა 11 გოლი გაიტანა და ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 29 გოლით პირველი ადგილი გაიყო ბომბარდირთა დავაში პორტუგალიელ ფრანსიშკუ კოსტასთან. ალბათ, ამ გადმოსახედიდან უფრო დასანანია, რომ ცხოვრებაძეს, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევროპის ამ ჩემპიონატზე აღარ მოუწევს თამაში.


რაც შეეხება თავად თამაშის მიმდინარეობას, საწყისი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა, დაახლოებით 25-ე წუთიდან ჩვენ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით, მეტოქემ კი, ამით ისარგებლა და ჯერ სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, ერთ მომენტში სხვაობა ოთხ ბურთამდეც გაზარდა, თუმცა, საბოლოოდ, პირველი ტაიმი, რომელშიც ქართველთაგან გოლების ათვლა ნიკა კალანდაძემ დაიწყო, ჩვენმა გუნდმა, 18-15 დათმო.


პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში გოლები გატანილი ჰქონდათ: გიორგი ცხოვრებაძეს (6), გიორგი ლაპიაშვილს (3), გიორგი დიხამინჯიას (3), ნიკა კალანდაძეს (2) და ირაკლი კბილაშვილს (1).


მეორე ტაიმის სტრატზევე, ნიდერლანდელებმა, კვლავ ისარგებლეს საქართველოს ნაკრების შეცდომით და სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდეს. ამის შემდეგ, მეტოქემ მთელი ტაიმის მანძილზე მოახერხა 5-6 ბურთიანი, კომფორტული უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ, 31-26 მოგვიგო.


მატჩის ბოლოს, გიორგი ცხოვრებაძეს (11), გიორგი დიხამინჯიას (6), გიორგი ლაპიაშვილს (4), ნიკა კალანდაძეს (2) და ირაკლი კბილაშვილს (2), მირიან გავაშელიშვილი (1).


ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატის გამგზავრებამდეც, ჩვენ რეალისტურად ვუყურებდით სურათს, რადგან უძლიერეს ჯგუფში მოგვიწია ასპარეზობა, თუმცა, ერთი თამაშის არწაგების იმედი მაინც გვგქონდა. ერთი სარგებელი, რაც ამ ჩემპიონატიდან მოგვაქვს ისაა, რომ საქართველოს ნაკრების პროგრესი, წინა ევროპის ჩემპიონატთან შედარებით ყველამ აღიარა. საქართველოს ნაკრები, მომავალ ევრომდე, რომელზეც აუცილებლად მივხდებით ორ წელში, ტიტე კალანდაძის გუნდს კარგი შანსი აქვს იბრძოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. იმედია, იმ თამაშებზე ოპტიმალური თუ არა, მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით ვიქნებით.



სპორტის სამინისტროს ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი