
საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ურთულეს შეხვედრაში, თურქეთის ნაკრები 11-14 დაამარცხა და ახლა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, რომელსაც ხვალ, 22 იანვარს გაიმართავს მე-9-10 ადგილებისთვის, საფრანგეთის ნაკრებს, დაუპირისპირდება.
დღევანდელ თამაშში, ბერძენი სპეციალისტის გაწვრთნილ გუნდს, აშკარად ემჩნეოდა „რუმინული ელფერუ". ქართველთა ნაკრებს, რომელიც ფურცელზეც და როგორც მატჩის მერეც გამოჩნდა, წყვილის ფავორიტად ითვლებოდა, პირველი სამი პერიოდი ძალიან გაუჭირდა.
თურქებმა ანგარიში, ჩვენს კარში დანიშნული ზედიზედ მეორე პენალტის შედეგ გახსნეს და დაწინაურდნენ. ბევრი უზუსტობა შეტევაში, წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ჩვენს ნაკრებს ლეიტმოტივად გასდევდა. ანგარიში, მხოლოდ 02:42 წუთით ადრე გავათანაბრეთ. ერთ თამაშიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ჩვენი ნაკრებში დაბრუნებულმა ვატო დადვანმა ანგარიში გაათანაბრა. აქვე, ვისარგებლებთ შემთხვევით და გეტყვით, რომ ხვალინდელ მატჩში ითამაშებს ნიკა შუშიაშვილი, რომელსაც ორ-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა.
სამწუხაროდ, დარჩენილ დროში, ვერც ამ გოლის შემდეგ გამოვისწორეთ ხასიათი და მონაკვეთი 3-1 წავაგეთ. საინტერესო დეტალი - პირველ პერიოდში თურქებს რვა დარტყმიდან, სამი გოლი ჰქონდათ, ჩვენ, ცხრა შესაძლებლობიდან, მხოლოდ ერთი.
მეორე პერიოდი საბა ტყეშელაშვილისა და სანდრო ადეიშვილის გოლებით დავიწყეთ, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ შედარებით დავლაგდით და ამ მონაკვეთის საწყისი წუთებიდან გამომდინარე, შეგვეძლო დაწინაურებაც, ძირითადად კვლავ მდევრის როლში აღმოვჩნდით. თუმცა, ტაიმის ბოლოს, ვატო დადვანისა და დუშან ვასიჩის გოლების წყალობით, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 6-6 იყო. ალბათ, ერთადერთი, რაც მეორე ტაიმში, ჩვენი გუნდის მხრიდან, უკეთესის იმედს იძლეოდა, მოგებული მეორე პერიოდი იყო 3-5.
მესამე მეოთხედი, პირველის მსგავსად თურქების გოლოთ გაიხსნა და მალე, ორი გოლითაც დაწინაურდნენ, თუმცა, აქ, ქართველთა ნატურალიზებული წყალბურთელების თავმოყვარეობამ გაიღვიძა და ჯერ ვასიჩმა, შემდეგ კი, ველიკო სტანკოვიჩმა გაიტანეს და ანგარიში კვლავ გათანაბრდა, 8-8. ამისდა მიუხედავად, მონაკვეთი თურქებმა მოიგოს 3-2 და ბოლო მონაკვეთის წინ ერთი ბურთით 9-8 გავიდნენ წინ.
ბოლო მონაკვეთში, ისე მოხდა, რომ სპრინტიც მოვიგეთ და საბა ტყეშელაშვილის გოლითაც დავიწყეთ. ამას, ანდრია ვლაჰოვიჩისა და დუჩან ვასიჩის დუბლი მოჰყვა, რაც ირაკლი რაზმაძის კარგმა თამაშმა გააგრძელა - ჩვენმა მეკარემ, მაშინ როცა საქართველოს ნაკრებს ორკაციან უმცირესობაში უწევდა თამაში, უმნიშვნელოვანესი ბურთი აიღო. შესაძლოა ეს, გარდამტეხი მომენტიც იყო დღევანდელ შეხვედრაში, რადგან ამის შემდეგ, ქართველებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, ჯერ ლუკა ჩიქოვანმა, შემდეგ, გიორგი მაგრაქველიძემ და მიუხედავად იმისა, რომ თურქებმა ორი გოლის გატანა მაინც მოახერხეს მონაკვეთი 2-6, თამაში კი, 11-14 მოვიგეთ (თამაშის ტექსტური ჩანაწერი). და როგორ თავში აღვნიშნეთ, ხვალ, 9 ადგილისთვის საფრანგეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით თამაში თბილისის დროით 18:15 საათიდან დაწიყება.
მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კი, ქართველთა გუნდიდან გოლები გაიტანეს: დუშან ვასიჩმა (4), ვატო დადვანმა (3), საბა ტყეშელაშვილმა (2), ანდრია ვლაჰოვიჩმა (1), სანდრო ადეიშვილმა (1), ველკო ტანკოსიჩმა (1), ლუკა ჩიქოვანმა (1), გიორგი მაგრაქველიძემ (1).
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

|
|
|





ჩვენ







