
დღეს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს საქარტგველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები. ტიტე კალანდაძის გუნდი, რომელიც დიდი ალბათობით, დანაკლისით იასპარეზებ, თბილისი დროით 21:00 საათზე, მალმეში ნიდერლადნების ნაკრებს დაუპირისპირდება. რეალურად, თუკი ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი გაგვიჩნდეს, მაშინ დღეს, ნიდერლანდებს უნდა მოვუგოთ და ეს, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა, შვედეთში გამგზავრებამდეც კარგად იცოდა. თუმცა, საქართველოს ნაკრები, უშუალოდ შეჯიბრის დაწყების პირველი ორი ტურის შემდეგ, სიურპრიზი აღმოჩნდა, იქ მონაწილე ბევრი გუნდისთვის, მათ შორის, ჩვენი დღევანდელი მეტოქისთვისაც. აქ გთავაზობთ, EHF-ის მიერ მეორე ტურის შემდეგ გამოქვეყნებულ ნიდერლანდელთა განწყობასა და მოლოდინებს:
სტეფან ოლსონო ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელი: „ისინი მართლა კარგად თამაშობენ. განსაკუთრებით ეს ხორვატიასთან თამაშზე შემიძლია ვთქვა. მათ, 45 წუთის მანძილზე საუკეთესო დონეზე ითამაშეს. ამით დაგვანახეს, რომ მათ წინააღმდეგ საკმაოდ რთული თამაში გველის. უკანა ხაზის ისეთი მოთამაშეებით, როგორიც მათ ჰყვათ, ისინი საკმაოდ კრეატიულ ხელბურთს თამაშობენ. ასე რომ, ყოველთვის მარტივი არაა მათი გაანალიზება. ჩვენ მართლა უნდა ვიყოთ საუკეთესოები, განსაკუთრებით დაცვით თამაშში".
მატიას რექს დორგელო (მეკარე): „მართლა კარგი გუნდია. რეალურად, ძალიან გამაკვირვეს ხორვატიასთან ჩატარებული პირველი თამაშით. მათი თამაში, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ, იმის მანიშნებელია, რომ განვითარება შეუძლიათ. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი უკანა ხაზის მოთამაშე ჰყავთ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული თამაში იქნება".
ბობი შაგენი (მოთამაშე): „საქართველოს ნაკრები კარგად განვითარდა. მათ ნამდვილად ჰყავთ რამდენიმე სანახაობრივი მოთამაშე და რთული თამაში გველის. ვფიქრობ, ორივე გუნდი ოდნავ დაღლილია და ამიტომ თანაბარი თამაში იქნება. ჩვენ, უნდა საკუთრი თამაში ვითამაშოთ. არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშები. უნდა ვითამაშოთ სწრაფად, რადგან ეს ჩვენი სიძლიერეა. არ გვყავს საუკეთესო დაცვა, მაგრამ შეტევა, ნამდვილად კარგი გვყავს. ჩვენ გვყავს ბევრი პატარა, მაგრამ სწრაფი მოთამაშე და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. მათ საკმაოდ კარგი უკანა ხაზი ჰყავთ, განსაკუთრებით მარჯვენა და მარცხენა ბექები. მათ სანახაობრივი გოლები გააქვთ. მათ, არაფრიდან შეუძლიათ გატანა და ეს თვისება მათი სუპერ ძალაა".
როგორც ხედავთ, ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეების, გიორგი ცხოვრებაძისა და ნიკა კალანდაძის სახით, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს დიდი საფიქრალი აქვს. შეგახსენებთ, რომ ცხოვრებაძემ წინა შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ორი თამაშის შემდეგ, ქართველის ანგარიშზე, 18 გოლია და ორი შეხვედრის შემდეგ, ქართველი მე-14 ადგილზეა და დიდი შანსი აქვს, დღევანდელი მატჩის შემდეგ, თუ წაუვიდა, ტიპ ხუთეულშიც აღმოჩნდეს. რაც შეეხება კალანდაძეს, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება, ორი თამაშის შემდეგ 10 გატანილი გოლი აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდის მეკარის დავით ნიქაბაძის „სეივი", ევროპის ჩეპიონატის მეორე ტურის ტოპ „სეივებში" შევიდა.
ფოტო: © kolektiff images





ჩვენ










