ავთანდილ ასათიანმა ევრო 2026-სთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
ავთანდილ ასათიანმა ევრო 2026-სთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
20.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, გუშინ რიგაში ჩასვლისთანავე ივარჯიშა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ეს ვარჯიში რიგის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გამართა. უკვე დღევანდელი ვარჯიში კი, ჩვენმა გუნდმა ტურნირის მასპინძელ რიგა არენაზე ჩაატარა. სწორედ, ამ ვარჯიში შემდეგ, ქართველთა მწვრთნელმა „პირობა" შეასრულა და გაფართოებული შემადგენლობიდან ის 14 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ფუტსალში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ განაცხადში იქნებიან.


მეკარეები: თორნიკე ბუკია და ალი ასლანი; წინა ხაზის მოთამაშეები: გიორგი ჩიმაკაძე, ვახტანგ კეკელია, არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ჯანო კვარაცხელია, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია, გიორგი ღავთაძე, შოთა თოფურია.


რეალურად ასათიანმა გაფართოებული შემადგენლობიდან მეკარეების ბექა ტყემალაძესა და ლუკა ხარშილაძესთან ერთად ხაზის მოთამაშეები ლევან სვანიძე და ნიკა ხარატიშვილი დატოვა 14-კაციან განაცხადს მიღმა.  


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე 2026 წლის 21 იანვრიდან დაიწყებს ასპარეზობას. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე, ტურნირის მასპინძელი ლატვიის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


„ევრო 2026"-ზე საქართვლოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის თამაშების კალენდარი ასეთა:

21 იანვარი / ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი / ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი / საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)



ფოტო: სფფ