გველესა უსაფრთხოდაა და ის ხვალ ირანში ბრუნდება
გველესა უსაფრთხოდაა და ის ხვალ ირანში ბრუნდება
19.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე წელია ირანის ჩემპიონატში თამაშობს და ამჯერად, ირანის ერთ-ერთი ისტორიული კლუბის „სეფაჰანის" რიგებში ირიცხება, დღეს, ჩვენს ვებ-გვერდთან TSFF.Ge-სთან, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში კავშირზე გამოვიდა და მოკლე შეტყობინება მოგვწერა.


„მადლობა ყურადღებისთვის. ირანში ვიყავი 10 დღე და არ მქონდა ინტერნეტი. ახლა, ჩამოვედი დუბაიში 1 დღით და ხვალ უკან ვბრუნდები", - გვწერს გველესიანი.


შეგახსენებთ, რომ ირანში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ქართველი ფეხბურთელი საქართველოში მყოფ ოჯახთან კავშირს, მხოლოდ ირანში, საქართველოს საელჩოს დახმარებით ახერხებდა. „გველესას" მეუღლის, ლინდა კიკოლაშვილის ინფორმაციით, გიორგის ამბებით ჩვენც, სწორედ ლინდასგან შევიტყეთ ინფორმაცია.


სპარსეთის ყურის პრო ლიგა გამართული 16 ტურის შემდეგ, „სეფაჰანი" 31 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. გუნდმა ბოლო შეხვედრა 17 იანვარს, საკუთარ კედლებში „მალავანის" წინააღმდეგ ჩაატარა და კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ ფრედ, 0-0 ითამაშა. ირანულ გუნდში, ქართველმა ბოლო შეხვედრა 2025 წლის AFC ჩემპიონთა ლიგა 2-ის ეგიდით გამართა. ბოლო ორ შეხვედრაში (01.01.26 და 17.01.26) ქართველი არ იყო, ირანული კლუბის შემადგენლობაში. დანარჩენში კი, გველესიანს სათამაშო დრო არ მისცემია. თუმცა, ამ ეტაპზე და ირანში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უპირველესი ქართველი ფეხბურთელის უსაფრთხოებაა.