
ვიდრე ევროპაში და საქართველოშიც თოვს და ამის გამო, ბევრ საფეხბურთო ჩემპიონატებში, თუ დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში ამინდ კორექტივები შეაქვს, ქართველი ლეგიონერების კლუბები, მოცემულ პირობებთან შესაბამისად, ასპარეზობას აგრძელებენ. აქვე გეტყვით, რომ ტრავმების გამო მორიგი თამაშები გაუცდათ ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში", გაბრიელ სიგუას „ლოზანაში".
მცირე ტრავმის შემდეგ, განაცხადში დაბრუნდა საბა გოგლიჩიძე, რომლის „უდინეზემაც" 17 იანვარს 0-1 წააგო საშინაო შეხვედრა „ინტერთან". ქართველო სათამაშოდ არ შემოსულა. მისი გუნდი კი, 21 ტურის შემდეგ, 26 ქულით მე-10 ადგილზეა.
20 დეკემბრის შემდეგ, ნიდერლანდურ ერედივიზიონის მე-19 ტურში კვლავ გაიტანა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ირაკლი იეღოიანმა. ამჯერად მისი „ექსელსიორი" საშინაო შეხვედრაში „ტელსტარს" დაუპირისპირდა და ფრედ 2-2 ითამაშა. ჩვენიანის გუნდი მეორე ტაიმის 52-ე და 57-ე წუთებზე გაშვებული გოლების შემდეგ, 0-2-ს აგებდა. თუმცა, 75-ე წუთზე სწორედ, ირაკლის გატანილი გოლის წყალობით სხვაობა შეამცირა, 81-ე წუთზე კი, ნოაჰ ნაუჯოქსის გოლის წყალობით, ქულაც გადაარჩინა. ახლა, „ექსელსიორის" ერთი თამაშით ნაკლები ჩატარებულ ტურებში და 20 ქულა აქვს, შესაბამისად, ამ მომენტში, გასავარდნ ზონასთან 4 ქულა აშორებს.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გადაბარგებულ გიორგი გულიაშვილს, სადებიუტო თამაში ჰქონდა ახალი კლუბის მაისურით. „რასინგი" ესპანეთის თასის გათამაშების 1/8 ფინალში მრისხანე „ბარსელონას" დაუპირისპირდა და 0-2 წააგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძირითად შემადგელობაში დაწყო თამაში და ის მე-60 წუთზე შეცვალეს. თუმცა, მანამდე, პირველ ტაიმში ქართველს ჰქონდა მცდელობა კატალონიელთა კარი აეღო, მისი დარტყმული მიზანს ასცდა. სხვთა შორის მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში უპირატესობას სწორედ „ბარსელონა" ფლობდა, სანტანდერელებს, პირველი გოლი მხოლოდ 66-ე წუთზე გაუტანეს, ეს ტორესმა გააკეთა. საბოლოო ანგარიში კი, მსაჯის მიერ, თამაშისთვის კომპენსირებულ დროში ლანიმე იამალმა დააფიქსირა და „ბარსა" კოპა დელ რეის მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
სათასო შეხვედრიდან მალევე, „რასინგმა", ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურის საშინაო შეხვედრაში დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა „ლას პალმასი". კატალონიელებთან „ნავარჯიშებ" სანტადერელებს, არ გასჭირვებიათ ამ შეხვედრის მოგებ და 41 ქულით ცხრილის სათავეში. აქვე გეტყვით, რომ გულიაშვილი ამ მატჩის განაცხადში არ ყოფილა.
ესპანური ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში, „ალბასეტემ" „კადიზს" უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. იური ტაბატაძე „კადიზის" შემადგენლობაში 61-ე წუთზე გამოჩნდა, რეალურად მაშინვე, როგორ კი, მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. თუმცა, ქართველი 70-ე წუთზე მიღებული ტრავმის გამო შეცვალეს. მისმა გუნდმა კი, მინიმალური ანგარიშით წააგო და ახლა, სატურნირო ცხრილში 34 ქულით, მე-8 ადგილზეა.
ამასობაში, ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ქართველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელთა აღიარება „კიტესთვის" არახალია, სასიამოვნოა რომ გრაცელთაგან სიმბოლურ გუნდში მხოლოდ, ქართველი აღმოჩნდა დასახელებული. კიტეიშვილის, ავსტრიის ბუნდესლიგის განახლებამდე, 17 შეხვედრაში, 8 გოლი (მესამე შედეგი ამ მომენტში) და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
ქართველების მონაწილეობით თუმცა, გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურმა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ დემბელეს დუბლისა და ბარკოლას გოლებით 3-0 დაამარცხა „ლილი" და ახლა, 42 ქულით სატურნირო ცხრილში, მე-2 ადგილზეა. „კვარამ" კი, სასტარტოდან დაწყო და ქართველისთვის, არც თუ სახარბიელო თამაშში, 63-ე წუთზე
ორივე ქართველმა ითამაშა ლიგა 1-ის ეს ტური გასვლით შეხვედრაში „სტრასბურგის" წინააღმდეგ, თუმცა, „მეცის" სასტარტო შემადგენლობიდან, როგორც უკვე მივეჩვიეთ, მხოლოდ გიორგი წიტაიშვილიმა დაიწყო, გიგი აბუაშვილი კი, თამაშში 72-ე წუთზე შევიდა. მიუხედავად იმის, რომ ბურთს ფლობის მხრივ უპირატესობას ქართველების გუნდ ფლობდა ის, 2-1 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში, ფრედ, 0-0 ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილს „ჰამბურგმა" საშინაო შეხვედრაში „გლადბახთან". ქართველი მასპინძელთა შემადგენლობაში 67-ე წუთზე გამოჩნდა. 18 ტურის შემდეგ, „ჰამბურგი" 17 ქულით, მე-14 ადგილზეა, თუმცა, ქართველის გუნდს ერთი თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.
და ბოლოს, ინგლისის ჩემპიონშიპის 27-ე ტურში, სრული შეხვედრა ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ. ქართველის გუნდი სამწუხაროდ, საშინაო შეხვედრაში „მილუოლისთან" 0-2 დამარცხდა და კვლავ 41 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
დღეს, ეს იყოს, დანარჩენი ხვალინდელი ტურის შემდეგ.





ჩვენ










