
ლ, თბილისის დროით 18:30 წუთზე ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთის ნაკრები რიგით მე-5, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი, მეორე შეხვედრას გამართავს. ჩვენი მეტოქე, ამჯერად რუმინეთის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი კარგად იცნობს. სამწუხაროა, რომ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, გუშინ გამართულ შეხვედრაში, მალტელი მსაჯის „ვაჟკაცობისა" და „თავდადების" გამო, გვესმის რომ ჟურნალისტმა მსგავსი შეფასებიდანაც უნდა შეიკავოს თავი, თუმცა, ვთვლით, რომ მსაჯთა გადამეტებული უფლებამოსილების გამო, რაც საქართველოს წყალბურთელთა ტოლსწორი თამაშით იყო გამოწვეული მსოფლიო გრანდთან, ჩვენს გუნდს მეტად მნიშვნელოვან ორ თამაშში, ჩვენი გუნდის საკვანძო მოთამაშეები ვატო დადვანი და ნიკა შუშიაშვილი დაგვაკლდებიან. აქ, თავის დამშვიდება, მხოლოდ იმ გარემოებით შეგვიძლია, რომ ვატოს ერთი თამაშით მისცეს დისკვალიფიკაცია, ნიკა კი, თურქებთან მატჩსაც გამოტოვებს.
რაც შეეხება ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კვალიფიკაციის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო მატჩის ჩათვლით, გუნდები რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან პირველი ოთხი (მათ შორის მსოფლიო საკვალიფიკაციო), რუმინელების გამარჯვებით დასრულდა. მათ შორის ერთი შეხვედრა, სწორედ ბელგრადში ჩატარდა, 10 წლის წინ და რუმინელების 6-ბურთიანი გამარჯვებით, 12-6 დასრულდა. თუმცა, ბოლო ოთხი შეხვედრა რუმინელებმა, მხოლოდ ერთხელ მოგვიგეს, ზაგრებში, 18-11. ამ მატჩამდე უფრო ადრე, 2018 წელს საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრა ფრედ 5-5 დასრულა, თუმცა, იყო კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრებმა რუმინელები პირველად დაამარცხა ერთბურთიანი სხვაობით, 5-6. აი, ბოლო ორი შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრების აქტივშია. პირველი, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა 24-12 გაანადგურა რუმინელები, შემდეგი კი რუმინეთში, მსოფლიო თასის ტურნირის ეგიდით გამართული შეხვედრა იყო, სადაც, საქართველოს ნაკრებმა 9-13 მოიგო.
ფაქტია, რომ ხვალ ორივე გუნდი შეეცდება გააუმჯობესოს შედეგი და უფრო მაღალი საფეხურისთვის იბრძოლოს, უკეთეს შემთხვევაში მოხვდეს ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის. საქართველოს ნაკრებმა, შეგახსენებთ, რომ ამის გაკეთება 2022 წელს მოახერხა, რუმინელებმა 2024-ში. ფაქტია ისიც, რომ ამის გაკეთებას ორივე გუნდი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუკი, ხვალინდელ შეხვედრას მოიგებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, როდესაც საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, უძლიერეს იტალიას, დამატებულს მსაჯთა კორპუსი, თავგამოდებით ებრძოდა, რუმინელებმა ხორვატებთან 17-9 წააგეს. რაც შეეხება პირველ ჯგუფურ შეხვედრას იტალიასთან, ჩვენმა ხვალინდელმა მეტოქემ, როგორც უკვე ვიუწყებოდით, 6-20 წააგო, თუმცა, იმ შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანგარიში ბევრის მთქმელი არაა, ორივე გუნდმა იცოდა, რომ მომდევნო ეტაპზე გასული იყო.
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები უკანასკნელ ორი წლის წინ, რამდენჯერმე აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში - მხედველობაში გვაქვს მატჩების მნიშვნელობა. სამწუხაროდ, რუმინელებმა, რომლებიც მეორე დივიზიონში ასპარეზობდნენ, მოახერხეს ჩვენი ნაკრებისთვის მოგება, რაც ქართულ გუნდს, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩენად დაუჯდა.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ










