თანაბარ თამაშში და მსაჯებთან „ბრძოლაში“ იტალიასთან ორი ბურთით დავმარცხდით
თანაბარ თამაშში და მსაჯებთან „ბრძოლაში“ იტალიასთან ორი ბურთით დავმარცხდით
17.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თანაბარ თამაშში და ბრძოლაში, მათ შორის, ჩვენი სუბიექტური შეფასებითი მსაჯებთანაც, საქართველოს წყალბურთი ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრა, მსოფლიო წყალბურთის ერთ-ერთ გრანდთან, იტალიის ნაკრებთან, ორბურთიანი სხვაობით, 14-16 წააგო. აღსანიშნავია რომ საქართველოს ნაკრებს, თამაშის მსვლელობისას, ძირითადად მეორე ტაიმის საწყის და ბოლო წუთებში წითელი ბარათით გაძევებული მოთამაშეების გამო, ხანგრძლივად მოუხდა კაცნაკლულს თამაში. თუმცა, საკის კეჩაგიასის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხე პერიოდის დასრულებამდე მაინც მოახერხა იტალიელთათვის ვითარება დაეძაბა.


ამ შეხვედრაში კი, ანგარიშის გახსნა იტალიელებს პენალტით შეეძლოთ, თუმცა, ირაკლი რაზმაძემ მოიგერია. მიუხედავად ამისა, იტალიელებმა ამ მომენტიდან მალევე მაინც მოახერხეს დაწინაურება. თუმცა, მონაკვეთის ბოლოს, თავად მოუხდათ გარჯა, რომ პერიოდი ფრედ დაესრულებინათ. პირველი მეოთხედი 2-2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლები, ნიკა შუშიაშვილმა და შუშიაშვილის პასით ვატო დადვანმა გაიტანეს. სხვათა შორის, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამართული ყველა მატჩიდან განსხვავებით, დღეს, ბერძენი სპეციალისტის გუნდმა, განსაკუთრებით პირველ ტაიმის პირველ მონაკვეთში „კარგი" დაცვა ითამაშა. თუმცა, ორჯერ, იტალიელების შეცდომით, ვერ ვისარგებლეთ.


მეორე მეოთხეში, იტალიელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ და ეს მონაკვეთიც ძირითადად, გრანდის მდევრის როლში ვიყავით, საბა ტყეშელაშვილის გოლის შემდეგ 3-3, ვატო დადვანი 4-4, პეიშივაცმა 5-5... ამის შემდეგ, რაზმაძის „სოლო გამოსვლა" იყო - ჩვენმა მეკარემ ერთ შეტევაში ორჯერ მკვდარი ბურთი მოიგერია. სხვათა შორის, ირაკლიმ იგივე გააკეთა მეოთხე პერიოდშიც.  ქართველთა მეკარის ამ გმირობის შემდგე, ჩვენმა გუნდმა მაინც გაუშვა, თუმცა საბა ტყეშელაშვილმა კვლავ გაათანაბრა, 6-6. აი, ამ მომენტის შემდეგ, საქმეში მსაჯები პირველად ჩაერივნენ. ჩვენი მოსაზრებით, ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმა ვერ შენიშნეს, სამაგიეროდ ამასობაში მე-7 გოლი მივიღეთ. ეს არ იკმარეს, და VAR-მა ეტყობა კარგად „ახვია" და ბოლოს, ნიკა შუშიაშვილი გაგვიწითლა, თან ჩვენს კარში პენალტიც დანიშნა. ასე, რომ მეოთხედიც და ტაიმიც იტალიამ ორი ბურთით, 6-8 (4-6) მოგვიგო.


ბუნებრივია, კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმის დასაწყისი კაცნაკლულმა დათმო, შესაბამისად იტალიელებმა ოდნავ გაქცევა მოახერხეს. ფაქტია, რომ ერთი მხრივ საწყენია, თუმცა, თან გიხარია, რომ საქართველოს ნაკრებთან მოსაგებად, იტალიის ნაკრებს, მსაჯების „დახმარება" დასჭირდა. ისე, „სამართალმა პური ჭამაო", მსაჯებისგან მიღებული „უპირატესობა", იტალიელებმა დიდად ვერ გამოიყენე, მაგალითად, ორჯერ ძელსაც გაარტყეს, რეალურად დრო შეიჭამა, ამასობაში გოლებიც გავცვალეთ. ჩვენგან, ამ მონაკვეთში ანდრია ბითაძემ 7-9, დუშან ვასიჩმა 8-11, კვლავ ვასიჩმა 9-14, ვატო დადვანმა 10-14, ანდრია ვლაჰოვიჩმა 11-14, სტეფან პიეშივაცმა 12-14, ველიკო ტანკოვიჩმა 13-15 და კვლავ პიეშივაცმა 14-16.


საქართველოს ნაკრებმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ბრძოლაში ორ ბურთიანი სხვაობით წააგო (იხილეთ ტექნიკური ოქმი). სხვათა შორის იტალიამ 8-19 დაამარცხა თურქეთი, რუმინეთს კი, 6-20 მოუგო. სწორედ, ამ ორ გუნდის წინააღმდეგ გვიწევს მორიგი ორი თამაში.


თუმცა, სამწუხაროა, რომ რუმინელებთან მატჩში, დღევანდელი გაძევების გამო არ გვეყოლება ნიკა შუშიაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ჯერ დასაზუსტებელია,  კითხვის ნიშანია ვატო დადვანის საკითხიც.


შეგახსენებთ, რომ გათამაშების პირველი ეტაპის შემდეგ, ტურნირის დებულების მიხედვით, ორი, 6 გუნდიანი ჯგუფი შეიქმნა. ამ ჯგუფებში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები მედლებისთვის ბრძოლას 1/2 ფინალიდან განაგრძობენ.

იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ორი შეხვედრის მოგებას მოახერხებს ის, ავტომატურად მოხვდება 8 საუკეთესო გუნდს შორის და 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. 


ჩვენი ნაკრების თამაშების განრიგი ასეთია:

19 იანვარი / საქართველო - რუმინეთი 18:30

21 იანვარი / თურქეთი - საქართველო 18:30



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი