
შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს ასპარეზობა კაცებმა დაიწყეს. კაცთა შორის კი, ერთეულთა თანრიგში რეგისტრირებული 29 სპორტსმენი იყო, რომელთაგან თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება 24-ს ეძლეოდა.
ჩვენი, ნიკა ეგაძე, მოკლე პროგრამაში ბოლო ასპარეზობდა. ქართველ მოციგურავეს მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი ISU-ს გრან პრის პარიზულ ეტაპზე ჰქონდა დაფიქსირებული, 2025 წლის 18 ოქტომბერს - 95.67 ქულა.
ქართველ მოციგურავეს პირველი ადგილის მოსაგებად, მოკლე პროგრამაში 88.71 ქულა სჭირდებოდა, თუმცა, ქართველმა, „მგზავრების" სიმღერაზე აწყობილი პროგრამა ეგაძემ მესამე ელემენტზე დაშვებულ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, მაღალ სისწრაფეზე და მსუბუქად შეასრულა და 91.28 (51.34/ 39.94) ქულით მოკლე პროგრამის შემდეგ პირველი ადგილი და შესაბამისად, მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში შეფილდში მედლების პირველი კატეგორია გათამაშდება სპორტულ წყვილებს შორის. სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ ქართული გუნდის წარმომადგენლები, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ლიდერობენ.

|
|
|





ჩვენ









