
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალი საანგარიშო წლისთვის აქტიურად შეუდგნენ მზადებას. დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და ზაზა ზამთარაძე, რომლებიც საფეხბურთო ნაკრებებს კურირებენ, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„სფფ-ში დიდი ხანია დავიწყეთ საერთო სანაკრებო ფილოსოფიაზე მუშაობა, რაც ძლიან მნიშვნელოვანია. მათ შორის ფეხბურთელებისთვის, რადგან ბევრ მათგანს უწევს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაში და ამიტომ, ფეხბურთელმა ზუსტად უნდა იცოდეს თავის პოზიციაზე რა მოეთხოვება, რა სტანდარტებია, რა კრიტერიუმია გუნდში, რათა შემდგომ წარმატებულად ითამაშოს. ასევე, მნიშვნელოვანია გარედან, რომ შეხედო ჩვენს ნაკრებს, იცოდე, რა ფილოსოფია და იდეა არის. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა",- ამბობს ალექსანდრე იაშვილი სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.
ალექსანდრე იაშვილის თქმით, ერთიანი სათამაშო კონცეფციის პროექტი, მნიშვნელოვანია და ამარტივებს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ასაკობრივ ნაკრებებს შორის ადგილმონაცვლეობას. ამას გარდა, იაშვილის აზრით, სანაკრებო წლების სწორი შეფასება და ანალიზი, შეცდომების დანახვა აღიარება და მათი გამოსწორება, მაქსიმალურად გაუმჯობესებული შედეგის პირდაპირ პროპორციულია. თვალსაჩინო დემონსტრაცია კი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პრეზენტაცია იყო.
„დღეს წარმოვადგინე პრეზენტაცია ჩვენი განვლილი წლების, რომელიც მოიცავდა 2021-2025-მდე პერიოდს, იმას თუ ამ რას და როგორ ვაკეთებდით, რა გვქონდა ნაკლოვანებები და რის გამოსწორება შეიძლება. ასევე ბევრი იყო ამ წლებში, ევროპის ორი ჩემპიონატი ვითამაშეთ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა ასეთი შეხვედრები გაგრძელდება, რადგან საბოლოოდ გვინდა ერთან კონცეფციაზე ჩამოვყალიბდეთ. ერთიან ხედვაზე და ფილოსოფიაზე, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი განვლილი წლების, წარმატებები იყო განგრძობითი, განვითარებადი და საბოლოოდ მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გვაქვს ფედერაციაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ძლიან პატარა ასაკობრივ ნაკრებებში ფეხბურთელმა იცოდეს ის წესები, მენტალური მხარე რომელიც არსებობს ფეხბურთის ფედერაციაში", - ამბობს რამაზ სვანაძე.
ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მთავარი მწვრთნელების ასისტენტებმა და ნაკრების გუნდების ანალიტიკოსებმაც მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ უკვე მარტიდან 21-წლამდე და ასაკობრივ ნაკრებებს საკმაოდ მნიშნელოვანი თამაშები ელით, თუნდაც, ახალი ფორმატიდან გამომდინარე. თუმცა, ალბათ, ყველაზე საპასუხისმგებლო, თბილისში, ივნისში დაგეგმილი პირველი შესარჩევი ეტაპი, რომელშიც საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მოუწევს ასპარეზობა.

|
|
|





ჩვენ









