
დიდი ბრიტანეთში მიმდინარე ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ყინულზე მეორე, ქართული გუნდიდან ანასტასია გუბანოვა გამოვიდა. სპორტის ამ სახეობის ქართველ ქომაგს კარგად მოეხსენება, რომ ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე სპორტსმენმა, თითქმის ერთი წლის წინ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „საქმე გაირთულა" და ოლიმპიური ლიცენზიის აღებაც გადაავადა. მანამდე კი, ტალინში, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა. როგორც ჩანს, ერთი წლის წინ „აკიდებული" ის ტვირთი იმდენად მტკივნეული იყო, რომ გუბანოვას, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ტურნირებზე სპორტსმენი "აეწყო", ეს ბევრისთვის შეუმჩნეველი ფსიქოლოგიური მომენტი, მის დღევანდელი ასპარეზობის განწყობას ემჩნეოდა. თუმცა, საბედნიეროდ, ნასტიამ თავისუფალ პროგრამაში (მოკლე პროგრამაში 38 მონაწილიდან მომდევნო ეტაპზე 24 გადადიოდა) ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ახლა იმედს ვიტოვებ, რომ გუბანოვა, თავისუფალ პროგრამაში მაქსიმალურად მოახერხებს კონცენტრირებას.
დღეს კი, კარგად შესრულებული სამმაგი ფლიპისა და სამმაგი ტულუპის კომობინაციის, ორმაგი აქსელისა შემდეგ, ჩვენმა მოციგურავემ სამმაგი ლუტცის შესრულებისას სეროზული შეცდომა დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ტრიალები მეოთხე დონედ შეუფასეს, ჩვენიანმა საკუთარ საუკეთესო მაჩვენებელთან (69.81), მათ შორის 2025 წლის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელთან (68.08) მიახლოებული ქულაც კი ვერ მიიღო და სამწუხაროდ, მოკლე პროგრამის შემდეგ, 56.17 (27.34/30.83) ქულით, მოკლე პროგრამის შემდეგ, მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა.
თუმცა, გუბანოვა იმ სპორტსმენების კატეგორიას განეკუთვენება, რომელსაც მსგავსი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, უმოკლეს დროში შესწევს კონცენტრირების უნარი. ასე, რომ არაა გამორიცხული ორი პროგრამის ჯამში ანასტასია საპრიზო სამეულშიც ვიხილოთ.

|
|
|





ჩვენ









