ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონნატს ლიდერობენ
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონნატს ლიდერობენ
14.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ სპორტულ ცეკვებში ლიდერები არიან. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, ქართულმა წყვილმა სულ რაღაც 1.15 ქულით გადაასწრო ევროპის მოქმედ ჩემპიონებს გერმანიიდან, მინერვა ფაბიენე ჰეისისა და ნიკიტა ვოლოდინის წყვილს და ხვალ, თავისუფალ პროგრამაში ოქროს მედლის მოსაგებად, ყინულზე ბოლოს იასპარეზებენ.  


ევროპის ჩემპიონატზე საერთო ჯამში 16 წყვილი მონაწილეობდა, შესაბამისად, ხვალაც, თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება ტურნირის დებულების მიხედვით, ყველას შეეძლება.


ბოლო „რეპეტიციაზე" ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას, წყვილს, მილოშ კარადაგლიჩის „ბოლეროზე" დღეს, შეეძლო საკუთარი მაჩვენებლებიც გაეუმჯობესებინა, თუმცა, გრძელ გზაზე ნამგზავრმა სპორტსმენებმა, უმოკლეს დროში აკლიმატიზაციისა და ვარჯიშის შემდეგ, რაც მოახერხეს, აჩვენეს დღის საუკეთესო შედეგი და ევროპის ჩემპიონატზე ლიდერებად მოგვევლინენ.


შეგახსენებთ, რომ ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი 78.83 ქულა 2025 წლის 14 ნოემბერს, ISU-ს გრან პრის აშშ-ს ეტაპზე Saatva Skate America-ზე დააფიქსირა. რაც ამავდროულად, განვლილი სეზონის საუკეთესო შედეგიც იყო. ამჯერად კი, ანასტასიას და ლუკას წყვილს პირველი ადგილზე გასასვლელად 73.33 ქულა სჭირდებოდა. საქართველოს წარმომადგენლები ევროპის ჩემპიონატის პირველ საასპარეზო დღესა და პირველ სახებაში სპორტულ ცეკვებში, ყინულზე ბოლო ჯგუფში, ბოლო მონაწილის, ევროპის მოქმედი ჩემპიონების წინ გამოვიდნენ.  


საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებულ პროგრამაში, სადაც ერთ-ერთი (მესამე) ელემენტის დროს ნასტიამ გამოსვლისას მცირე ხარვეზი დაუშვა, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მსაჯებს ელემენტი „დაემინუსებინათ", თუმცა, სართო ჯამში მაღალი ღირებულების ელემენტების უზადოდ შესრულების ხარჯზე ნასტიამ და ლუკამ 75.96 (42.38/33.58) ქულა დაიმსახურეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობა იგდეს ხელთ.


დღესვე, ევროპის ჩემპიონატზე, ოდნავ მოგვიანებით ერთეულ ქალებში, ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.