
დღეს ქართველი ლეგიონერებიდან „საქმეში" ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი იყვნენ. ჩვენების კლუბებს სათასო შეხვედრები ჰქონდათ.
ინგლისის FA თასის 1/32 ფინალში „მამარდას" „ლივერპულმა" „ბარნსლის" უმასპინძლა და 4-1 გაიმარჯვა. ქართველმა 2025 წლის 26 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ინგლისური გრანდი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში 1-4 დამარცხდა პსვ-სთან, პირველად გამოჩნდა „ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა სრული მატჩი ჩაატარა. ლივერპულელთაგან კი დღედ გოლები, დომინიკ სობოსლაიმ (9'), ჯერემი ფრიმპონგიმ (36'), ფლორიან ვირციმ (84') და ჰუგო ეკიტიკემ (90'+4) გაიტანეს. გიორგი მამარდაშვილის გუნდი, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებს და 1/16 ფინალში „ბრაიტონს" დაუპირისპირდება.
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში კარგი თამაში ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას. „მეზობლების" პსჟ-სა და „პარიზის", ამჯერად სათასო დაპირისპირებაში, ქართვლის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა პსჟ-ელებს გოლი ვერა და ვერ გაჰქონდათ. უფრო მეტიც, მაგალითად, ბარკოლამ, რამდენჯერმე, მათ შორის ხვიჩას გადაცემა გააფუჭა. მიუხედავად ამისა, „კვარა" შეცვალეს, ბარკოლამ კი, საგოლე მომენტების განიავება განაგრძო. ამასობაში კონტრშეტევაზე, 74-ე წუთზე ლუის ენრიკეს გუნდს იკონემ გაუტანა და „პარიზი" დააწინაურა. ხვიჩას გუნდელები საგონებელში ჩავარდნენ, თუმცა, ვერაფერი გააწყვეს. მათ შორის ვერც მსაჯის მიერ დამატებულ 7 წუთში. "კვარამ" თანაგუნდელებს შორის მაღალი შეფასება მიიღო თუმცა, ამ შეხვედრაში, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, გამორჩეული ქართველის მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე ობედ ნკამბადიო იყო, რომელმაც "იფრინა" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის, უმაღლესი შეფასება მიიღო. ისტორიაში კი პირველად, პარიზულ დერბიში „პარიზმა" გაიმარჯვა 0-1 და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. შესაბამისად, საფრანგეთის თასის გათამაშებას ქართველების სამივე კლუბი, პსჟ, „მეცი" და „სენტ ეტიენი" გამოეთიშა.

|
|
|





ჩვენ









