„დინამო თბილისმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
„დინამო თბილისმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
12.01.2026
ავტორი: TSFF.Ge

ახალი წლისა და შობის შემდეგ, ნელ-ნელა საქართველოშიც დაიწყო საფეხბურთო ცხოვრებამ გამოცოცხლება. რამდენიმე დღეა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელი ბაზაც ახმაურდა. ლადო კაკაშვილის გუნდი ახალი სეზონს სიახლეებით დაიწყებს. თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, კლუბი, მხოლოდ გუნდიდან წასულო ფეხბურთელების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.


წყაროზე დაყრდნობით, გუნდი 8 ფეხბურთელმა დატოვა - მეკარემ სტეფან სიკაჩმა, ასევე ლეო ასუნსეუმ, ადრიან როდრიგესმა, ბოგდან პოტალოვნა, ონორე გომისმა, გიორგი ლომთაძემ, ვასილიოს გორდეზიანმა და ვაკო გვილიამ. თბილისელთა რიგები დატოვა თორნიკე მორჩილაძემაც, რომელმაც, როგორც ჩვენი გვერდიც იტყობინებოდა ხორვატიის ჩემპიონ „რიეკაში" გააგრძელებს თამაშს. ასევე, გუნდმა ერთი წლით, იჯარის წესით, წყალტუბოს „სამგურალში" გაასხვისა ცოტნე ბერელიძე.


რაც შეეხება მატებას, ამ ეტაპზე გუნდში დაბრუნდნენ ნიკა უგრეხელიძე „ქარაგიუმრუქიდან" და ნიკა ცეცხლაძე „თელავიდან". თბილისელთა რიგებს შეუერთდა ასევე, გიორგი ხარებაშვილი „გაგრადან". ასე, რომ ამ ეტაპზე დინამოელთა რიგებში ორი ხარებაშვილი ვარჯიშობს. საბა ხარებაშვილი, მათე შათირიშვილთან ერთად, 2025 წლის მიღებული ტრავმების შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს ასრულებენ და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ისევე, როგორც გუნდის ერთ-ერთი მეკარე მიხეილ მაქაცარია.


ამ ეტაპზე უცნობია, თუ სხვა რომელი ფეხბურთელებით და რა პოზიციებზე აპირებს „დინამო თბილისი" გაძლიერებას. ერთ-ერთი მედიაწყაროზე დაყრდნობით, თბილისური კლუბი რამდენიმე ახალი ლეგიონერით გაძლიერდება - ბრაზილიელი ლეო სანტოსით "ეშტორილიდან", პორტუგალიელი რუი მონტეირუთი "პორტუდან"და ტუნისელი იედ ჰაჯ ხალიფათი, "ბენ გუერდანიდან".

ამასობაში კი, თბილისელებმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ახალი სეზონისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყეს.


საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 4 თებერვლამდე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება და სამ ამხანაგურ სპარინგს გამართავს - „რუსთავთან", „შტურმთან" და წყალტუბოს „სამგურალთან". ამის შემდეგ, ლადო კაკაშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, რომლის დროსაც 18 თებერვლამდე ხუთი ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავს. თბილისში დაბრუნებიდან 10 დღეში, 28 თებერვალს კი, დინამოელები, საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ შეხვედრას გამართავენ.



TSFF.Ge-ს არქივის ფოტო