
13-18 იანვარს, დიდი ბრიტანეთი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ფიგურულ ციგურაობაში. ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, შეფილდში დაგეგმილი ჩემპიონატი ბოლო მნიშვნელოვანი ტურნირი და შესაბამისად, ქართული ოლიმპიური გუნდის წევრებისთვის გენერალური რეპეტიციაა. შეფილდში, Utilita Arena-ზე ქართული გუნდს, ორი წყვილი გვეყოლება სპორტულ ცეკვებში - დიანა დევისი და გლებს სმოლკნის წყვილთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის წყვილიც იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილის დაშლის შემდეგ, მარიამ 2025-2026 წლების სეზონში საქართველოს სახელით, ახალ მეწყვილესთან ერთად დაიწყო ასპარეზობა.
შეფილდში, ევროპის ჩემპიონატზე კაცთა შორის, ერთეულთა თანრიგში იასპარეზებს ნიკა ეგაძე, ქალთა შორის კი, ანასტასია გუბანოვა შეეცდება, შარშან ჩავარდნილი ევროპის ჩემპიონატის გამოსწორებას და შეფილდში მედლის მოპოვებას.
ბუნებრივია, ისევე, როგორც ერთ თვეში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველის სპორტის მოყვარულები მედლებს ელიან ჩვენი სპორტული წყვილისგან - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავასგან.
შეფილდში ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი ასეთია:
14 იანვარი
12:55 სპორტული წყვილები - მოკლე პროგრამა
17:00 ქალები - მოკლედ პროგრამა
15 იანვარი
13:00 კაცები - მოკლე პროგრამა
19:00 სპორტული წყვილები - თავისუფალი პროგრამა
16 იანვარი
12:00 სპორტული ცეკვები - რითმული ცეკვა
18:00 ქალები - თავისუფალი პროგრამა
17 იანვარი
13:00 კაცები - თავისუფალი პროგრამა
18:30 სპორტული ცეკვები - თავისუფალი პროგრამა
18 იანვარი
15:00 გალა-კონცერტი
შენიშვნა: მითითებულია დიდი ბრიტანეთის დრო

|
|
|





ჩვენ









